Centered Image

ინგლისს კარგად თამაშიც სცოდნია

ნიდერლანდების ნაკრებმა საკუთარ თავს უღალატა.

საუთგეიტის ნაკრები მენტალურ მონსტრს ჰგავს.

ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური მატჩი ინგლისისა და ნიდერლანდების ნაკრებებს შორის გაიმართა. მიმდინარე ევროზე, უკვე ტენდენციად ჩანდა, რომ ორი ძლიერი გუნდის დაპირისპირება არასანახაობრივი გამოდიოდა. ამჯერად, ნაწილობრივ პირიქით მოხდა. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი ვიხილეთ.

თამაში ძალიან სწრაფ და ინტენსიურ ტემპში დაიწყო, ინგლისელები რაღაც სხვანაირად გამოვიდნენ. საუთგეიტის გუნდი ბევრად აგრესიული იყო და მომენტებს აქტიურად ქმნიდა. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ინგლისელთა გოლი დროის ამბავი იყო, როცა აქეთ გაუშვეს. ხავი სიმონსმა დეკლან რაისს მისსავე ნახევარზე ფიზიკური დუელი მოუგო და ბურთი ძალიან ეფექტურად წაართვა, რამდენიმე ნაბიჯი წინ და ბუმ! ყუმბარისებური დარტყა შორეულ ცხრიანში. შეხვედრის მე-7 წუთზე სიმონსმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

თითქოს ამას ინგლისელები უნდა დაებნია, მაგრამ პირიქით – ბრიტებმა უფრო გააფთრებით შეუტიეს და შედეგიც მალევე მიიღეს. საკას დრიბლინგის შემდეგ ბევრი მეტოქე დაესხა თავს, ისე მოხდა, რომ ბურთი ნიდერლანდელთა საჯარიმოში დარჩა და კეინმა აგდებულ ბურთს ძლიერად, თუმცა არაზუსტად დაარტყა, რა დროსაც დენზელ დუმფრიზის გაშლილი ფეხი ძალიან უხეშად მოხვდა. მსაჯმა ეპიზოდი გადაამოწმა, თერთმეტმეტრიანიც ლოგიკურად დანიშნა და დაზარალებულმა ჰარი კეინმა მე-18 წუთზე შესრულებული ზუსტი პენალტით, ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ გუნდებმა რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი გაცვალეს. ახლო მანძილიდან ფოდენის დარტყმული დუმფრიზმა ზედ კარის ხაზზე გააჩერა და შეცდომა გამოისყიდა. მერე თვითონ ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში და კუთხურიის შემდეგ თავური დარტყმით ბურთი ხარიხას გაარტყა. კონკურენტს არც ფოდენი ჩამორჩა, ბურთი სასურველ პოზიციაში მიიღო, ცაციათი შორეულ ცხრიანში აჭრა და ულამაზეს გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. ამჯერად ხელი ძელმა შეუშალა.

მეორე ტაიმში გუნდები ძალიან ფრთხილად ათამაშდნენ. ნიდერლანდელებს დეპაი გამოაკლდათ და მის ნაცვლად კუმანმა მოედნის ცენტრს დაუმატა ვეერმანი, რამაც საქმეს ვერ უშველა. კოდი გაკპო კაილ უოკერმა მოედნიდან, უბრალოდ გააქრო. ინგლისი უპირატესობას ფლობდა, რასაც ძალიან სახიფათო მომენტებში ვერ თარგმნიდა. ერთი გოლიც საკას გაუუქმეს, რადგანაც ასისტის ავტორი კაილ უოკერი, იქამდე თამაშგარეში იყო და გოლიც სამართლიანად გაუქმდა.

მატჩის 81-ე წუთზე საუთგეითმა უუცნაურესი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოედნიდან ორი ყველაზე აქტიური და სახიფათო შემტევი, ჰარი კეინი და ფილ ფოდენი გაიყვანა. მათ ნაცვლად ახალგაზრდები, კოულ პალმერი და ოლი უოტკინსი ჩაერთვნენ. ძალიან რისკიანი და უცნაური ნაბიჯი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ამ კაცმა მართლა ,,რაღაც იცის”. უკვე ყველა დამატებითი დროისთვის ემზადებოდა, როცა კოულ პალმერმა საჯარიმოში მყოფ უოტკინსს მშვენიერი პასი გაუკეთა, ,,ასტონ ვილას” ფორვარდი კი ფიზიკურ დუელში გამარჯვებული გამოვიდა, კარისკენ მიტრიალებაც მოახერხა და საკმაოდ მახვილი კუთხიდან უზუსტესად დაარტყა. საუთგეიტი გამოცნობილი ცვლილებების გამო შარავანდედით შეიმკო, 91-ე წუთზე ინგლისი წინ გავიდა, დარჩენილ რამდენიმე წამში მეტოქეს აღაფერი შეაქმნევინა და ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.

ნიდერლანდელების გავარდნაც გულდასაწყვეტია, თვალსასეირო გუნდი იყო, ბევრიც გაჰქონდა და ბევრსაც იტანდა, თუმცა ნახევარფინალში ძალიან დაიჩაგრა და მუდამ საკუთარ ნახევარზე მიჯაჭვება არ გამოადგა. ინგლისელებს რაც შეეხებათ, ასე თუ ისე, ეს გუნდი თავისი გარეტ საუთგეიტით ფინალშია. მათ იქ მფრინავი ესპანეთი ელოდებათ, თუმცა ბრიტანელებმა გვანახეს, რომ მენტალურად ძალიან ძლიერი გუნდია. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, სამი გოლი მატჩის ბოლო წუთებზე გაიტანეს და ერთხელაც თერთმეტმეტრიანებში მოიგეს ნერვების ომი.

ვნახოთ რა იქნება!

მსგავსი განსხვავებული სტილის მქოდე გუნდების ფინალი, საინტერესო უნდა გამოვიდეს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading