Centered Image

“ინტერი” ინგლისელი მცველით ძლიერდება

პირობები უკვე შეთანხმებულია.

Sky Italia-ს ცნობით, ჯონ სტოუნზი და “ინტერი,” კონტრაქტს, უახლოეს დღეებში, სამედიცინო შემწომების გავლის შემდეგ გააფორმებენ.

32 წლის ცენტრალური მცველი, მილანურ გუნდში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. იმის შემდეგ, რაც “მანჩესტერ სიტიმ”, ინგლისის ნაკრების მოთამაშესთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, სტოუნზი უგუნდოდ დარჩა.

ინსაიდერ ჯანლუკა დი მარციოს ინფრომაციით, ჯონის კონტრაქტი ორწლიანი იქნება, ხოლო ხელფასი, სეზონში 2 მილიონ ევროს გაუტოლდება.

Sky Italia-ს ინფორმაციით, სტოუნზს ჰქონდა შემოთავაზებები როგორც “ჩელსისგან”, ისე “ევერტონისგან”, თუმცა მცველის სურვილი საზღვარგარეთ თამაში იყო, საბოლოო არჩევანიც “იუვენტუსს” და “ინტერს” შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაკეთდა.

სტოუნზმა კარიერა “ბარნსლიში”, 2011 წელს დაიწყო, ორ წელიწადში კი “ევერტონში” გადაბარგდა, სადაც დაიწყო კიდეც მისი პრემიერლიგური კარიერა. 2016 წლიდან მოყოლებული, გასული სეზონის ჩათვლით, მცველი “მანჩეტსერ სიტის” ღირსებას იცავდა, “ინტერი” კი მისი პირველი არაინგლისური გუნდი იქნება. ბოლო ორ სეზონში, ინგლისელი ფეხბურთელი, ტრავმების გამო იშვიათად თამაშობდა. პრემიერ ლიგის უკანასკნელ ორ გათამაშებაში, სტოუნზმა, ჯამში სულ 20 შეხვედრა ჩაატარა.


  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading