Centered Image

ირლანდიაში დანაკლისით მივდივართ

როგორც ჩანს, ტრავმირებულმა სხეულმა ასეთ დატვირთვას ვეღარ გაუძლო.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2 ოქტომბერს ბუდაპეშთში, უნგრეთის ნაკრებთან დამარცხდა. აქედან გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიაში გაემგზავრა, სადაც ბელფასტში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება და მიმდინარე ციკლში პირველი გოლის გატანას შეეცდება 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

სამწუხაროდ, უნგრეთთან გამართულ მატჩში ჯანმრთელობის მდგომარეობა საბოლოოდ გაუფუჭდა ოთარ კიტეიშვილს და გუნდს ბელფასტში არ გაჰყოლია. ოთარი სანაკრებო შესვენებაზეც ტრავმიდან ახალდაბრუნებული ჩამოვიდა და 90 წუთს ვერც ითამაშებდა ვერცერთ მატჩში, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც იმაზე მეტად დაიტვირთა, ვიდრე შეეძლო და სამწუხაროდ, ტრავმაც მიიღო.

ინფორმაციას, რომ კიტეიშვილი ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაგვაკლდება, ფეხბურთის ფედერაციაც ადასტურებს. გუნდი 4 ოქტომბერს მასპინძელ სტადიონზე ერთ მსუბუქ ვარჯიშს გამართავს, ამის შემდეგ კი მწვრთნელი პრესას გაესაუბრება.

წარმატებები საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading