სარდალაშვილი იმედებს არ გვიცრუებს.
ბაქოში, დღეს ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო და რა თქმა უნდა, პირველსავე დღეს მედლების ამბაციაც გვქონდა – ტატამიზე გიორგი სარდალაშვილი გამოვიდა.
60 კგ წონით კატეგორიაში 2024 წლის მსოფლიოს და 2025 წლის ევროპის ჩემპიონმა ასპარეზობა ისრაელის წარმომადგენელ აშპიზთან დაიწყო, რომესლაც იპონით მოუგო.
23 წლის სპორტსმენის შემდეგი მეტოქე პორტუგალიელი ფერნანდეში გახდა, რომელიც გიორგიმ ძალიან დაჩაგრა – ჯერ ვაზარი, შემდეგ კი სამი შიდო და ავტომატური გამაჯრვება.
მეოთხედფინალში რთული მეტოქე შეგვხვდა. იაპონელი ნაგაიამა, როგორც მისი ქვეყნის წარმოამადგენელს, განსაკუთრებით კი დაბალ წონებში შეესებამება, ამ ტურნირზეც ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით ჩავიდა და სამწუხაროდ, სარდალაშვილი იპონით დაამარცხა.
ბრინჯაოსთვის ბრძოლის საშუალება, ქართველმა პიკარის გამოთიშვის შემდეგ მიიღო.
მესამე ადგილისთვის გიორგის მეტოქე ტაიპეელი იანი იყო. ბრძოლა ქართველის აშკარა უპირატესობით წარიმართა და დომინანტური გამაჯრვებითაც დასრულდა – სარდალაშვილმა, მსოფლიოს ჩემპიონატებზე კარიერაში მესამე მედალი აიღო (ოქრო 2024, ბრინჯაო 2023 და 2026). ფინალი კი აზერბაიჯანულ-ყაზახური გამოვიდა, სადაც მასპინძელმა, ნაგაიამას გამომგდები ყაზახი სენსაცია დავლატოვი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტულიც მოიპოვა.
ხვალ, ბაქოში, 66 კგ წონით კატეგორიის ჯერი დადგება, სადაც ტრადიციულად, ჩვენს ნაკრებს, ვაჟა მარგველაშვილი წარადგენს, რომელიც პირველ წრეში მასპინძელ იმრანოვს შეხვდება.










