Centered Image

ირლანდია ძლიერი აღმოჩნდა – ბორჯღალოსნები დამარცხდნენ

ირლანდიის ნაკრებმა შესუსტებული შემადგენლობითაც კი შთამბეჭდავი, თანამედროვე რაგბი ითამაშა.

საქართველოს რაგბის ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ირლანდიის ნაკრებს ზაფხულის ტესტ-მატჩების ეგიდით დაუპირისპირდა. წვიმიან ამინდშიც კი, სტადიონი სავსე იყო და მშვენიერი სარაგბო ატმოსფერო შეიქმნა. სამწუხაროდ, ირლანდიელებმა ძალიან მძლავრად, მაღალ დონეზე ითამაშეს და საქართველოს ნაკრები 5:34 დაამარცხეს.

მეტოქის მიერ გატანილი ბევრი ლელო ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. ფეხით გადაკიდებულ ბურთებზე ჩვენი უკან დახეული ბოლო ხაზი ვეღარ ასწრებდა და მეტოქე სწრაფ გარღვევებს მარტივად აწყობდა. პირველი და მეორე ლელოებიც ასე გავუშვით.

ასევე, მეტოქემ თითქმის ყოველ ჯერზე მოგვიგო საჰაერო ორთაბრძოლა. ირლანდიელები აქტიურად თამაშობდნენ ფეხით, რაშიც ჩვენი უკანახაზელებიც აჰყვნენ, მაგრამ მეორე სართულის ორთაბრძოლებისას მეტოქემ დაგვჯაბნა და ბურთსაც მეტი სიხშირით, ამიტომაც აკონტროლებდნენ.

პირველ ტაიმში გვქონდა სალელოვე მომენტი, როცა ნინიაშვილის გარღვევა ტაბუცაძემ კარგად გააგრძელა, მაგრამ ზედ ჩათვლის მოედანთან, წნეხში მყოფმა, ბურთზე კონტროლი ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და სამწუხაროდ, ლელო არ ჩაგვეთვალა.

ტაიმის მიწურულს კლასიკურ, ქართულ სტილში, ჩვენმა ბიჭებმა მეტოქის 10 მეტრიანში აუტი იდეალურად გაითამაშეს და მოლით თორნიკე ჯალაღონიამ ლელო გაიტანა. გარდასახვა ვერ გაიტანა მატკავამ და ტაიმი 5:14 დავთმეთ.

მეორე ტაიმშიც გქვონდა დადებითი ეპიზოდები, მაგრამ მეტოქემ უნაკლო დაცვა ითამაშა და სწრაფი, ფეხით გადაკიდებული იერიშების შემდეგაც მალ-მალე ვისჯებოდით. მეტოქემ ორი ლელო გაიტანა და გარდასახვებიც ზუსტი იყო, 2 ჯარიმაც პრენდერგასტმა გაიტანა და მეტოქემ მონაგარს მეორე ტაიმის 20 ქულაც დაუმატა.

სამწუხაროდ, თითქმის უშანსო მარცხი გამოვიდა. პირველი ტაიმის დიდი ნაწილი მეტოქეს თითქმის თანაბრად ვეთამაშეთ, მაგრამ საერთო მოცემულობით გამოჩნდა, რომ ირლანდიის შესუსტებული შემადგენლობაც კი, ჯერჯერობით ბევრად აღგვემატება.

საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და 2 სატესტო მატჩს ჩაატარებს – 12-ში ადგილობრივ ფრენჩაიზთან, 19-ში კი უკვე მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან.

წარმატებები ბორჯღალოსნებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading