Centered Image

ის ურჩევნია მამულსა…

„ლეიკერსმა“ ბრონი აირჩია.

სენსაცია არ შედგა. 2024 წლის დრაფტის მეორე ღამეს, ლოს ანჯელესურმა გრადნმა, ყველასგან ნაწინასწარმეტყველები ნაბიჯი გადადგა და 55-ე პიკად, ლებრონ ჯეიმსის უფროსი ვაჟი, ბრონი აირჩია.

„ლეიკერსის“ მენეჯერ, რობ პელინკას, არაერთხელ გამოუთქვამს პოზიცია, რომ გუნდი 39 წლის ლებრონის დატოვებას, ნებისმიერ ფასად გეგმავს.

„მეფემ“, პრესეზონში, მოთამაშის 47 მილიონიან ოპციაზე უარი თქვა და თავასუფალი აგენტების ბაზარზე გავიდა. ამ  სვლით ლებრონმა ნებისმიერ გუნდში გადასვლის უფლება მოიპოვა.

ლებრონი და ბრონი პირველი მამა-შვილი იქნებიან, ვისაც ნბა-ს გუნდში ერთად ექნებათ ნათამაშები.

საერთო მოსაზრებით, ბრონი ჯეიმსი, წმინდა საკალათბურთო ასპექტებით, რთულად თუ მოხვდებოდა დრაფტზე. მისი სტატისტიკური მაჩვენებლები სტუდენტურ კალათბურთში ჩატარებულ ერთადერთ სეზონში 4,8 ქულას და 2.1 ასისტს შეადგენდა, რაც ყველაზე მოკრძალებული ციფრებია დრაფტზე არჩეულ 58 კალათბურთელს შორის. გარდა ამისა, ბრონის, გასული სეზონის სტარტამდე, ვარჯისის დროს გული გაუჩერდა, თუმცა საბედნიეროდ, მისი გადარჩენა და იმავე სეზონში პარკეტზე დაბრუნებაც კი მოხერხდა.

საინტერესოა, რომ „ლეიკერსი“ ლებრონს, სამწლიანი კონტრაქტს სტავაზობს. თუ „მეფემ“ შემოთავაზების მიღება გადაწყვიტა, მას შეეძლება უმცროს შვილთან, ბრაისთან ერთადაც ითამაშოს, რომელსაც სამი წლის შემდგომ დრაფტზე დადგომის უფლება ექნება. ექსპერტების მოსაზრებით, ბრაისი ბრონიზე ბევრად იმედისმომცემ პროსპექტად განიხილება.  

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading