ფრანგი ვარსკვლავი, მინდორს მალე დაუბრუნდება.
ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, “ბეტისთან” 1:1 დასრულებულ შეხვედრაში, კილიან მბაპემ, მატჩის მეოთხმოცე წუთზე შეცვლა მოითხოვა.
L’Équipe-მა, პირველ საათებში დაწერა, რომ გუნდის ექიმებს ეჭვი კუნთის გაწყვეტაზე ჰქონდათ, თუმცა საქმე უფრო ოპტიმისტურად აღმოჩნდა.
დაბრუნების ზუსტი თარიღი კიდევ ერთი გამოკვლევის შედეგად დადგინდება, თუმცა უკვე ამავე ეტაპზეა ცნობილი, რომ ფორვარდი კუნთის გაწყვეტას გადაურჩა და უბრალო დაჭიმულობით შემოიფარგლა, რაც მას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადებაში ხელს არ შეუშლის.
საინტერესოა, რომ ფრანგული გამოცემა, სტატიის ბოლოს, “რეალს” მბაპესთვის MRI-ს კვლევის ჩატარებისას სთხოვს, რომ ამჯერად მაინც, ეს სწორ ფეხზე გაკეთდეს.










