Centered Image

მანუჩარის პირველი ტიტული – მონაკო თასის მფლობელია

თორნიკეს ბარსელონასთან მოგებული საკვანძო ევროლიგური მატჩიდან 23 საათში მანუჩარმა მონაკოსთან ერთად სატიტულო მატჩი დადო.

მანუჩარ მარკოიშვილმა მონაკოს მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო. საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელის გაწვრთნილმა გუნდმა საფრანგეთის თასის გათამაშებაში გაიმარჯვა. მონაკომ ფინალურ შეხვედრაში ლე მანი დაამარცხა – 87:83.

პარიზის “Accor Arena”-ზე გამართულ მატჩში მონაკო ანგარიშში თავიდანვე დაწინაურდა და ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა უპირატესობას, მაგრამ მეოთხე მეოთხედში გათანაბრება და წინ გასვლა ლე მანმა შეძლო. მარკოიშვილის შეგირდებმა გამარჯვება ბოლო წუთებზე წამოიღეს.

მონაკოში 21 ქულით ალფა დაილო გამოირჩა, რომელსაც საფუძვლიანი სურვილი აქვს, რომ მომავალი სეზონიდან თამაში ოკეანის გაღმა გააგრძელოს. 19 ქულა მიითვალა ახალგაზრდა გამთამაშებელმა, მეთიუ სტრაზელმა.

ლე მანის რიგებიდან 22 ქულა ამერიკელ ტრევორ ჰაჯინსს ჰქონდა, მისმა თანამემამულე ტეიშონ ტომასმა კი თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა – 18 ქულა, 12 მოხსნა.   

39 წლის ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა სულ ახლახან ევროლიგის პლეი ოფში თამაშის უფლება თორნიკე შენგელიას ბარსელონას დამარცხებით მოიპოვა. თან ეს ყველაფერი ძალიან რთულ პირობებში – ფინანსური პრობლემების შემდეგ მარკოიშვილის ერთადერთი ასისტენტი, უკრაინელი სერჰეი გლადირი ჰყავს, ტრავმებისა და მოთამაშეების წასვლის გამო კი 8 მოთამაშით უწევს ფონს გასვლა.

მონაკო ევროლიგის 1/4-ფინალში რეგულარული სეზონის ჩემპიონი, ოლიმპიაკოსი ელოდება, რომელიც სეზონის მთავარი გამოცდა უნდა იყოს. იქამდე მანუჩარმა და მისმა გუნდმა ხასიათი ნამდვილად შეიქმნა.

წარმატებები მანუჩარ მარკოიშვილს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading