ბოლო წლებში ერთადერთ წარმატებულ მწვრთნელზე დიდ იმედებს ამყარებენ.
იტალიის ეროვნულ ნაკრებში სიტუაცია როგორც ჩანს სტაბილურდება და ნორმალურ რიტმს უბრუნდება, იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით მთავარ მწვრთნელად რობერტო მანჩინი ინიშნება, ხოლო ტექნიკურ დირექტორად კლაუდიო რანიერი.
როგორც ჩანს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ჯოვანი მალაგოს აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ შეიცვლება.
პაოლო მალდინიმ იტალიის ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დატოვა, მასთან ერთად ნაკრებს ჩამოშორდა ლეონარდო, რადგან ნაკრების მწვრთნელად მათი ფავორიტი კანდიდატი, ანდრეა პირლო დაიბლოკა. მალდინიმ პოსტი დიდი წყრომით დატოვა და აღნიშნა, რომ სანამ მალაგო ფედერაციის პრეზიდენტია, იტალიურ ფეხბურთსა და ნაკრებს არაფერი ეშველება.
აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე მალაგო ჯორჯო კიელინის განიხილავდა, მაგრამ იუვენტუსის ლეგენდარულმა მცველმა პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადა.











