ინგლისის ნაკრები “აძურისთან” ისტორიაში პირველად დაეცა.
იტალიური რაგბის უწყვეტმა პროგრესმა და სწორმა მუშაობამ შედეგი გამოიღო – ისტორიაში პირველად, იტალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 6 ერის ეგიდით გამართულ მატჩში, მე-4 ტურში ინგლისის ნაკრები დაამარცხა.
რომში, სტადიო ოლიმპიკოზე დრამატული დაპირისპირება მასპინძლების გამარჯვებით, 23:18 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც იტალიამ ინგლისის დამარცხება შეძლო. იტალიელთაგან ლელოები მენონჩელომ და მარინმა გაიტანეს, პაულო გარბისიმ კი სამივე ჯარიმა და ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
იტალიას სდატიო ოლიმპიკოზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვებით, 1.28 სარეიტინგო ქულა დაეწერება და მსოფლიო რაგბის კლასიფიკაციაში კვლავ მე-10 პოზიციაზე დარჩება, მაგრამ მერვეადგილოსან ავსტრალიასთან ჩამორჩენა მხოლოდ 0.44 ქულამდე შემცირდება. იტალიას მერვე ადგილის დაკავების შანსი 6 ერის ბოლო ტურში, უელსთან გასამართ მატჩში ექნება – თუ კიდევ ერთ სასწაულს ჩაიდენს.











