Centered Image

იუვენტუსმა ფორვარდი გაიფორმა

“ბებერმა ქალბატონმა” წინა ხაზში გამოცდილი კადრის დაკონტრაქტება არჩია.

საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, რის თანახმადაც ფრანგი ფორვარდი, რანდალ კოლო მუანი პარიზ სენ-ჟერმენიდან კარიერას ტურინის იუვენტუსში გააგრძელებს! ფრანგ ფეხბურთელს ტურინში ხელახლა ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მხარეებს შორის დაახლოებით €45 მილიონიანი გარიგება შედგა.

იუვენტუსი უკვე ოფიციალურად დატოვა დუშან ვლაჰოვიჩმა, თანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით. ტურინელები მის გაყიდვას გასულ სატრანსფერო ფანჯრებზეც ცდილობდნენ, მაგრამ სერბის მაღალი ფასი და უფრო მეტად, მაღალი ანაზღაურება პრობლემატური აღმოჩნდა და იუვემ მასში ფულიც ვერ აიღო. შესაბამისად, მისი გამონთავისუფლებული პოზიცია უკვე გამოცდილი კადრით შეავსეს – მოთამაშით, რომელიც ტურინში უკვე საიჯარო წესით გამოიცადა და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ამიერიდან რანდალი უკვე სრულად იუვენტუსის საკუთრება გახდება.

რანდალ კოლო მუანი იუვენტუსში 2025 წელს თამაშობდა, რა დროშიც 22 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading