იოლი ბადის იდეალური გამოყენება.
US Open-ის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში ერთმანეთს ბენ შელტონი და საშა ზვერევი შეხვდნენ.
ამერიკელი, რომელიც სლემის გადამწყვეტ მატჩამდე კარიერაში პირველად მივიდა, ნერვიულობას და საშინაო ტრიბუნებისგან წამოსულ წნეხს ბოლომდე ვერ გაუმკლავდა, ბოლო პერიოდისვის ჩვეული ლაღი ჩოგბურთი ვერ ითამაშა, უამრავი უნებლიე შეცდომა დაუშვა და მატჩი 4 სეტში – 3:6 6:7 7:5 2:6 დათმო.
თავის მხრივ ზვერევმა, რომელიც ზედიზედ მესამე სლემის ფინალში გავიდა, ორის მოგება მაოხერხა და გახდა 90-იან წლებში დაბადებული პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთზე მეტი მუზარადის მოგება შეძლო (თითო-თითო, მის გარდა, ტიმს და მედვედევს ჰქონდათ მოგებული).
ფინალურ შეხვედრაში, ამერიკელმა დაუშვა მეტოქეზე 16 უნებლიე შეცდომით მეტი და სამი ბრეიკპოინტიდან ერთადერთი გამოიყენა, როდესაც გერმანელს, 6-ში ოთხის რეალიზება გამოუვიდა.
საშამ, მოიგო კარიერაში 26-ე ტიტული და სეზონში 53-ე შეხვედრა, ამ მაჩვენებლით კი ის 2026 წლის ლიდერია.
მიუხედავად წარმატებული სეზონისა, ზვერევმა უცნაური რეკორდი დაამყარა. ის გახდა ღია ერაში მეორე ჩოგბურთელი, რომელმაც ორი სლემი ისე მოიგო, რომ ფინალამდე ოცეულის წევრიც კი არ შეხვედრია, ხოლო ჯამში, სამი სლემიდან (როლან გაროსი, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა), გერმანელს სულ ორჯერ შეხვდნენ გზად ათეულის წევრები. ამ სამსლემიან მონაკვეთში, ჯამურად, ზვერევმა, საჩოგბურთო ღია ერაში მიიღო ყველაზე მარტივი ბადე, ვიდრე ოდესმე ვინმეს მიუღია.
შელტონის მარცხით, გაგრძელდა ამერიკელების მშრალი სერია საშინაო სლემზე. 2003 წლის შემდეგ (ენდი როდიკი), მასპინძელს, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში US Open-ი არ მოუგია.
ზვერევმა, ამ გამარჯვებისთვის გამოიმუშავა 5.5 მილიონი დოლარი, იმდენივე, რამდენიც ქალთა ჩემპიონმა, ელენა რიბაკინამ.










