Centered Image

შტურმი და ქართველები

გრაცში იშვიათია მატჩი, სადაც ვინმე კიტეზე უკეთესი აღმოჩნდება, მათ შორის გიზიც.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-6 ტურის მატჩში ქართველების შტურმი საშინაო არენაზე ძალიან პრინციპულ მეტოქეს, ლინცის ლასკს დაუხვდა და რთულ მატჩში 2:1 მოიგო. გიზი მამაგეიშვილმა მატჩი ძირითადში დაიწყო, 61-ე წუთიდან კი თამაშში ოთარ კიტეიშვილი ჩაერთო, რომელმაც თანამემამულე შეცვალა.

საბედნიეროდ, ანგარიში სწორედ ქართველმა გახსნა. გიზი მამაგეიშვილმა 34-ე წუთზე შეაგდო და შტურმი დააწინაურა. მასპინძელთა სამწუხაროდ, სტუმართა შემტევმა, კრიშტოფ დანეკმა ანგარიში 45+3 წუთზე გაათანაბრა.

59-ე წუთზე შტურმმა ისევ გაიტანა – თავი ამჯერად დიაკიტემ გამოიჩინა და საგოლე შეტევაში მონაწილეობა გიზიმაც მიიღო. აქედან 2 წუთში მამაგეიშვილი ოთარ კიტეიშვილმა შეცვალა, რომელმაც 85-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, 90+6 წუთზე კი პენალტი ვერ გამოიყენა. საბედნიეროდ, შტურმმა მაინც მოიგო და ოთარ აცილება შავ ლაქად არ ჩაიწერა.

მამაგეიშვილმა 61 წუთში ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება, 7.5 დაიმსახურა, კიტეიშვილმა კი დაახლოებით 35 წუთში 6.4. ამჯერად უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ოთარი მოედანს ნელ-ნელა უბრუნდება და წესით, სანაკრებო პაუზისას უკვე უნდა იყოს საკმარისად კარგ ფორმაში, რომ ნაკრებს ჩვეულად დაეხმაროს.

წარმატებები ოთარ კიტეიშვილსა და გიზი მამაგეიშვილს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading