Centered Image

კალათბურთი ოლიმპიადაზე – დღე IV

სერბეთმა ჯავრი პუერტო რიკოზე იყარა!

აშშ სამხრეთ სუდანს, ამჯერად მარტივად გაუსწორდა!

31 ივლისს ოლიმპიადაზე 2 საკალათბურთო მატჩი შედგა. როგორც წესი, განცალკევებით C ჯგუფის წარმომადგენლები თამაშობენ. ორივე მატჩი საღამოს გაიმართა. ბევრი ლამაზი მომენტი ვნახეთ, თუმცა მეტოქეების დონის დისბალანსიდან გამომდინარე, სამწუხაროდ დაძაბული შეხვედრები ვერ შედგა.

დღის პირველ მატჩში პირველ ტურში მარც განცდილი გუნდები, სერბეთი და პუერტო რიკო უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. სვეტოსვალ პეშიჩის გუნდი, რომელიც აშშ-სთან უსახელოდ დამარცხდა, ზედმეტად მოტივირებული გამოვიდა და ცოტათი მოუმზადებლ პუერტო რიკოს ნაკრებს გადაუარა. ევროპელები დომინირებდნენ და 107-66 გაიმარჯვეს.

სერბთა შემადგენლობაში 7-მა მოთამაშემ შეძლო 10 და მეტი ქულის მოგროვება. ასევე ბალკანელებმა 28 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს. ნიკოლა იოკიჩს სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა (14 ქულა, 15 მოხსნა, 9 პასი), ფილიპ პეტრუშევს კი ორმაგი დუბლისთვის 1 მოხსნა არ ეყო (15 ქულა, 9 მოხსნა). ორმაგ დუბლთან ასევე ახლოს იყო ნიკოლა მილუტინოვი (11 ქულა, 9 მოხსნა). იმედისმომცემად უკეთესი მატჩი ჰქონდა ვასილიე მიციჩს (13 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი).

პუერტო რიკოს რიგებში ნორმალური მატჩი მხოლოდ კრისტოფერ ორტიზმა ჩაატარა (19 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი). 10 ქულის მოგროვება მოახერხა ისმაელ რომერომ. სხვა ვერცერთმა მოთამაშემ 2 ნიშნულიან ქულათა ბარიერს ვერ უწია.

მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ყველასთვის საინტერესო გუნდები – მეგავარსკვლავური აშშ და დებიუტანტი სამხრეთ სუდანი უპირისპირდებოდნენ. როიალ აივის გუნდმა მეტოქეს ცალკეულ ეპიზოდებში ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა სრულიად ლოგიკურად, 103-86 დამარცხდა.

სამხრეთ სუდანელი ნუნი ომოთი მატჩის საუკეთესო მექულე გახდა (24 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი). მოსალოდნელად კარგი იყო სამხრეთ სუდანელთა ლიდერი და დირიჟორი, კარლიკ ჯონსი (18 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი). შედეგიანი მატჩი ჰქონდა ბულ კუოლსაც (16 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი).

აშშ-ს შემადგენლობიდან მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ჯოელ ემბიიდს, თუმცა მისი ტრავმის შესახებ, იქამდე არაფერი დაწერილა. საუკეთესო მისი პირდაპირი შემცვლელი, ბემ ადებაიო გამოდგა (18 ქულა, 80%FG, 7 მოხსნა, 1 პასი). 10-ზე მეტი ქულის მოგროვება, ადებაიოს გარდა, ამერიკელთა კიდევ 5-მა მოთამაშემ მოახერხა. აშშ-ს ნაკრებმა გუნდურად 29 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და პერიმეტრიდან 43,3%-ით ისროდა (13/30).

დასკვნით ტურში პუერტო რიკოს ნაკრები განწირული ჩანს, რომელმაც ორივე შეხვედრა წააგო, თანაც ერთ-ერთი ძალიან დიდი, 39 ქულიანი სხვაობით (ორი მატჩის ჯამში -50 ქულა). თანაც იმისთვის რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გაუჩნდეს, აშშ-ს ნაკრები დიდი სხვაობით უნდა დაამარცხოს, რაც ამ ფონზე, მითიურ ამბადაც ვერ გამოდგება.

სერბეთისა და სამხრეთ სუდანის დაპირისპირება კი ძალიან მნიშვნელოვანია ორივესთვის. დიდია ალბათობა, რომ პლეიოფში ორივე მათგანი გავიდეს, თუმცა მარცხი მაინც ძალიან დიდი რისკი იქნება. სერბეთი ფავორიტია, მაგრამ სამხრეთ სუდანმა ყველას დაანახა, რომ ბრძოლა ნებისმიერთან შეუძლია და ძალიან სახიფათო გუნდია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading