ედერსონის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ იუნაიტედი კაზემიროს შემცვლელად სხვა მოთამაშეს იმატებს.
უკვე ოფიციალური ინფორმაციაა, რომ ბელგიელი ნახევარმცველი, იური ტილემანსი ასტონ ვილადან კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, 29 წლის ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მანჩესტერ იუნაიტედი იური ტილემანსის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტ-სტერლინგს გადაიხდის, თავად ბელგიელი კი გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.
მას შემდეგ, რაც ედერსონის მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერი ჩაიშალა, “წითელი ეშმაკები” გეგმა B-ზე გადაერთვნენ. განიხილებოდა სხვა კანდიდატურებიც, თუმცა კლუბმა საკმაოდ ეფექტური გარიგება გაჩარხა.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მანჩესტერ იუნაიტედი იური ტილემანსის ტრანსფერს უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაადასტურებს.











