ლიონელ მესიმ ახალი რეკორდი დააფიქსირა, რომელიც ალბათ, მართლაც უკვდავი იქნება.
ავტორიტეტულმა გამოცემა France Football-მა 2026 წლის “ოქროს ბურთის” (Ballon d’Or) 30 პრედენტენტი და სხვა კატეგორიათა ნომინანტები დაასახელა.
როგორც მოსალოდნელი იყო, სეზონის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდოსთვის მებრძოლ 30 მოთამაშეს შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარიზ სენ-ჟერმენის ვარსკლავი ხვიჩა კვარაცხელია – მესამედ, როგორც ნომინანტი და პირველად, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი.
ხვიჩას სასარგებლოდ ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს. 2026 წელს ის გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი, საკონტინტთაშორისო თასის მფლობელი, უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი და საუკეთესო მოთამაშე და მოიგო უეფას სუპერთასი. ამასთანავე, ჩემპიონთა ლიგის ყველა სტადიაზე შექმნა საგოლე კონტრიბუცია და ძალიან მძიმე ფინალშიც გარდამტეხი თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა. გაიტანა 10 გოლი, გააკეთა 6 საგოლე პასი და 16 საგოლე კონტრიბუციით ისტორიული ნიშნული დააფიქსირა. საბოლოო ჯამში, ხვიჩამ 2026 წელს პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირნზე 48 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი შეაგდო და 11 ასისტი გააკეთა.

ამ ყველაფერს ემატება ხვიჩას ძალიან სანახაობრივი თამაშის სტილი, რომელიც გულშემატკივრისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ერთადერთი კომპონენტი, რომელიც ხვიჩას წარმატებულობას 2026 წელს ამცირებს, ის არის, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია – ეს ის ფაქტორია, რომელიც მასზე არ არის დამოკიდებული.
აქამდე ხვიჩა ორჯერ იყო ნომინანტებს შორის, სადაც 2023 წელს მე-17, 2025 წელს კი მე-12 ადგილი დაიკავა. ამჯერად პროგრესი თვალსაჩინოა და ხვიჩა ფავორიტთა შორის მოიაზრება. უდიდესი ალბათობით, ხვიჩა ქართული ფეხბურთის ისტორიასაც გადაწერს და რამაზ შენგელიას რეკორდსაც გააუმჯობესებს. დინამო თბილისის ლეგენდარული ქუთაისელი ფორვარდი ოქროს ბურთის გამოკითხვაში 1981 წელს მე-7 ადგილზე გავიდა, რაც დღემდე საუკეთესო შედეგია.

რაც შეეხებათ, ოქროს ბურთის მოგების სხვა ნომინანტებს:
ნომინანტები: ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, პსჟ), ლაუტარო მარტინესი (არგენტინა, ინტერი), კილიან მბაპე (საფრანგეთი, რეალი), სადიო მანე (სენეგალი, ალ ნასრი), მარკინიოსი (ბრაზილია, პსჟ), ლამინ იამალი (ესპანეთი, ბარსელონა), აშრაფ ჰაკიმი (მაროკო, პსჟ), ჰარი კეინი (ინგლისი, ბაიერნი), გაბრიელ მაგალაესი (ბრაზილია, არსენალი), ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია, მანჩესტერ სიტი), ლუის დიასი (კოლუმბია, ბაიერნი), ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია, მანჩესტერ იუნაიტედი), მარკ კუკურელია (ესპანეთი, ჩელსი/რეალი), უსმან დემბელე (საფრანგეთი, პსჟ), ჯუდ ბელინგემი (ინგლისი, რეალი), პაუ კუბარსი (ესპანეთი, ბარსელონა), ნუნუ მენდეში (პორტუგალია, პსჟ), ლიონელ მესი (არგენტინა, ინტერ მაიამი), მაიკლ ოლისე (საფრანგეთი, ბაიერნი), ჟოაო ნევეში (პორტუგალია, პსჟ), ხულიან კინონესი (მექსიკა, ალ კადისია), ვილიან პაჩო (ეკვადორი, პსჟ), როდრი (ესპანეთი, მანჩესტერ სიტი), დეკლან რაისი (ინგლისი, არსენალი), ვილიამ სალიბა (საფრანგეთი, არსენალი), ფაბიან რუისი (ესპანეთი, პსჟ), დაიო უპამეკანო (საფრანგეთი, ბაიერნი), ფერან ტორესი (ესპანეთი, ბარსელონა/პსჟ), ვიტინია (ბრაზილია, პსჟ), ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია, რეალი).
აქვეა ლიონელ მესიც, რომელიც პირველი ფეხბურთელია, ვინც 20 წლიან შუალედში მოხვდა ნომინანტებს შორის, 2006 და 2026 წლებში. გიჟური სტატისტიკაა – მიუღწეველი, ისევე როგორც მისი 8 ოქროს ბურთი.

იმედია, 26 ოქტომბერს ობიექტურ მოცემულობას ვიხილავთ და ისტორიაში პირველად, ქართველი ფეხბურთელი ოქროს ბურთის მომგები გახდება.
წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიას!










