Centered Image

საგოლე პასი და მარცხი უხვგოლიან მატჩში

“ვილიარელი” წაგებით, ხოლო ჟორჟი ასისტით იწყებს.

ჩემპიონთა ლიგის გახსნით ტურში, “ვილიარელი” “დორტმუნდს” ესტუმრა და მოსალოდნელად მძიმე შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.

არასანახაობრივ და მძიმე პირველ ტაიმში, ერთადერთი დასამახსოვრებელი მოვლენა 18 წლის ტალანტის, კონსტანტინოს კარეცასის მძიმე ტრავმა იყო. 18 წლის ნახევამრცველი, მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა მეორე ტაიმში. 53-ე წუთზე, ანგარიში ვეიგას ავტოგოლით გაიხსნა, რის შემდეგაც, სტუმრებმა, ხელთ, საკმაოდ დიდი სათამაშო უპირატესობა იგდეს.

ბიუკენანის გაფუჭებული მომენტების მიუხედავად, პერესის გუნდმა, ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხა. 66-ე წუთზე, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მოურინო გამოეხმაურა. აღსანიშნავია, რომ როგორც საკმაოდ ხშირად ბოლო პერიოდში, ამჯერადაც, კუთხურის ჩამომწოდებლად ჟორჟ მიქაუტაძე მოგვევლინა, რომელმაც ახალი როლი კვლავ შედეგიანად აითვისა. ჩემპიონთა ლიგაზე, ეს ქართველი ფორვარდის კარიერაში პირველი ასისტია. სულ, ამ ტურნირზე ჩატარებულ რვა შეხვედრაში, შემტევის აქტივში თითო-თითო გოლი და შედეგიანია პასია.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ კი მატჩის ყველაზე შესამჩნევი ფეხბურთელის როლი გირასიმ მოირგო. გვინეელმა ფორვარდმა, ჯერ წინ გამყვანი გოლი შეაგდო, შემდეგ კი 85-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის რეალიზებაც შეძლო.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ჩაწოდების შემდეგ მეკარისგან უხეიროდ მოგერიებული ბურთი, სწორედ გირასის მოხვდა თავში და კარში შეგორდა. შედეგად, 30 წლის ფეხბურთელმა, დუბლთან ერთად ავტოგოლიც მიითვალა.

საინტერესოა, რომ უკანასკნელ დამატებულ წუთზე, გოლის გატანის და გუნდისთვის ქულის მოტანის შანსი ვეიგას ჰქონდა, თუმცა გირასისგან განსხვავებით, 23 წლის პორტუგალიელმა, ორივე კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ჟორჟი და მისი თანაგუნდელები, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ შეხვედრას 13 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ, ხოლო ლა ლიგაში, პერესის გუნდს, “ბეტისის” სახით გამოცდა ამავე ტურში, ორშაბათს ელის.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading