Centered Image

კვერნაძეს თვალი ინგლისელებმაც დაადგეს

გიორგის მიმართ ინტერესს უკვე იტალიის გარეთაც გამოთქვამენ.

საქართველოს ნაკრებისა და ფროზინონეს შემტევის, გიორგი კვერნაძის მიმართ დაინტერესება იზრდება. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე სეზონში სერია A-ს ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა და რომასა და ნაპოლის სამიზნეშია, მსურველები იტალიის გარეთაც მოუმრავლდა. საუბარია ინგლისის პრემიერლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბების ინტერესზე.

ცნობილი იტალიელი ინსაიდერის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კვერნაძით დაინტერესებულები ასევე არიან კრისტალ პალასი, ევერტონი და მონაკო, რომლებიც ფეხბურთელს უკვე დაუკავშირნენ კიდეც. უფრო ადრე დაიწერა, რომ გიორგი ჰალ სიტის სამიზნეშიც აღმოჩნდა.

ფროზინონეს ახალგაზრდა გარემარბს, რომელსაც იტალიაში “ახალი კვარა” შეარქვეს, განსაკუთრებით შთამბეჭდავი სერია A-ს ბოლო ტურის დაპირისპირება გამოუვიდა. მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ლეჩე გაანადგურა (5:1), თავად კვერნაძემ კი პენალტი მოიპოვოა, 2 საგოლე პასი მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

წარმატებები გიორგი კვერნაძეს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი