“მანჩესტერ იუნაიტედში” შექმნილი უთანხმოების გამო, გუნდში კერიკის დატოვება მოუწიათ.
Daily Mail-ის ინფორმაციით, “წითელი ეშმაკების” ბოსებს, ჩემპიონთა ლიგაზე “კომოს” წინააღმდეგ კლუბის მიერ ნაჩვენები თამაშის და შედეგის (1:4) შემდეგ, ინგლისელი სპეციალისტის გაშვება სურდათ, თუმცა შემცვლელთან დაკავშირებით უთანხმოების გამო, 45 წლის სპეციალისტის დატოვება გადაწყდა. როგორც მინიმუმ “ბორნმუთთან” მატჩის ჩათვლით, რომელიც პრემიერ ლიგის ეგიდით ამ კვირა დღეს გაიმართება, კერიკი მანჩესტერელთა სათავეში იქნება.
როგორც ირკვევა, კლუბის სპორტული დირექტორი, უილკოქსი და რეკრუტინგის მენეჯერი, ვიველი, სხვადასხვა აზრზე არიან და არც ერთი აპირებს დათმობაზე წასვლას. უილკოქსის სურვილია გუნდში, კერიკის შემცვლელად იულიან ნაგელსმანი მოიყვანოს, ხოლო ვიველს მიაჩნია, რომ პრემიერ ლიგაში გამოცდილების მქონე სპეციალისტი, ამ სიტუაციაში უმჯობესი იქნებოდა. მის მიერ წარმოდგენლი ვარიანტებში არიან ჰიურცელერი, კონტე და ჰაუ.
ამავდროულად, ჰიურცელერის გარემოცვამ, მწვრთნელის “ბრაიტონში” დარჩენაზე გაავრცელა ინფორმაცია და ისიც აღინიშნა, რომ მინიმუმ სეზონის ბოლომდე, გერმანელი “თოლიების” დამრიგებლად დარჩება.
შედეგად, თუ მხარეები შეთანხმდებიან ანტონიო კონტეს, ედი ჰაუს და იულიან ნაგელსმანის ვარიანტებს შორის საუკეთესოზე, კერიკი, შესაძლოა “ბორნმუთთან” მატჩში დადებითმა შედეგმაც ვერ იხსნას.










