იბერია 1999-ის მიერ ნათამაშებმა ფრემ სასიკეთო გავლენა მთელ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე იქონია.
იბერია 1999 კონფერენს ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში საკუთარ არენაზე შვედურ მიალბის დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი გოლი 55-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, 89-ე წუთზე კი ანგარიში ტომ პეტერსონმა გაათანაბრა.
აღნიშნული ფრის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი უეფას რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და ჩრდილოეთ ირლანდიას გადაუსწრო, 2028/29 წლების სეზონიდან კი ევროტურნირებზე 3-ის მაგივრად ისევ 4 გუნდით იქნება წარმოდგენილი.
საქართველო უეფას ქვეყნების კოეფიციენტების რეიტინგში საუკეთესო 50-ეულში დაბრუნდა და იმედია, პროგრესს გააგრძელებს.










