Centered Image

კიდევ ექვსი სპრინტი და გულშემატკივრების უკმაყოფილება

მომავალი სეზონის კალენდარმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

F1-მა, შემდეგი სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა, რომელშიც მაგალითად თურქეთის და პორტუგალიის ეტაპების დაბრუნების შესახებ გახდა ცნობილი.

მთავარი კი ისაა, რომ დომენიკალიმ, პირობა შეასრულა და სპრინტებიანი ეტაპების რაოდენობა გაზარდა.

შედეგად, წლევანდელი ექვსი სპრინტის მაგივრად, მომავალ სეზონში, გაიმართება 10. გულშემატკივრებსა და ექპსერტებში კი უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის ტრეკები, სადაც სპრინტების ნაწილი ჩატარდება. პირველ რიგში კი საუბარია მონაკოს გრან-პრიზე.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გუნდების მხრიდან წინააღმდეგობისა, დორნა, რომელიც ფორმულა ერთს კურირებს, გეგმავს სპრინტების რაოდენობის ყოველწლიურად გაზრდას, სანამ აბსოლუტურად ყველა ეტაპზე არ ჩატარდება რბოლების როგორც ჩვეული, ისე მოკლე ვერსია. გუნდებში კი ამით უკმაყოფილების მიზეზი მარტივია – სპრინტის დროს, სარბოლო უიკენდი მათთვის ერთი დღით ადრე იწყება, რაც ზრდის ხარჯებს და რისკებს, ასევე ამცირებს დასვენების დღეებს. დორნას, საპირისპიროს მაგალითად მოტოსპორტში არსებული მთავარი სარბოლო ჩემპიონატი მოჰყავს. მოტო ჯი-პი-ში, უკვე დიდი ხანია სპრინტები ყველა სარბოლო უიკენდის შემადგენელ ნაწილად იქცა.

ექსპერტებისა და ფულშემაკტივრების უკმაყოფილება კი იმის ფონზეც გაიზარდა, რომ უკანასკნელი ტრასა, რომელიც კალენდარს დაემატა (მადრინგი მადრიდში), აღმოჩნდა ურთულესად გასწრებადი. გასულ უიკენდზე, მადრიდის ეპაპზე დამყარდა ბოლო სეზონების ანტირეკორდი პირველი წრეების შემდეგ გასწრებების მიხედვით – სულ ოთხი, მაშინ, როდესაც მარადიული რეკორდსმენი ამ კომპონენტში, მონაკო, სტაბილურად ინარჩუნებს 10-12 გასწრებას პირველი წრის შემდეგ სეზონიდან სეზონამდე.

ფ1-ის ოფიციალური საიტი ასევე აკონკრეტებს, რომ მიუხედავად არაბული ეტაპების კალენდარში ჩასმისა, თუ ახლო აღმოსავლეთში, მომავალი სეზონისთვის კონფლიქტი გაგრძელდება, ამ ტრასებს, იმოლა, ბარსელონა და ზანდვორტი ჩაანაცვლებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading