Centered Image

კლასიკო ბარსელონაში: “განსაკუთრებულმა” ჩაატარა

მადრიდის რეალმა ბარსელონას მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში კლასიკო გაიმართა. ჰანსი ფლიკის ძლევამოსილი ბარსელონა ჟოზე მოურინიოს პრობლემებით დატვირთულ რეალს დაუპირისპირდა. სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მაგრად გამოიყურება, მაგრამ ლა ლიგაში საქმე ასე არ მისდის, როცა “ბლაუგრანას” საწყის 9 მატჩში ყველა მოგებული ჰქონდა და თანაც ისე, რომ ამ დროში 39 გოლი ჰქონდა გატანილი.

როგორც აღმოჩნდა, ჟოზემ მეტოქე კარგად შეისწავლა და მეტოქეს ძალიან მაგარი წინააღმდეგობა გაუწია. მართალია, ბარსელონა ბურთსა და ტერიტორიას ფლობდა, მაგრამ სახიფათო კონტრ-იერიშებისა და ბურთის კარგად ამოტანის ხარჯზე მადრიდელები უფრო მეტ საგოლე მომენტს ქმნიდნენ. ამან შედეგი გამოიღო კიდეც, როცა დიომანდეს ფლანგურ გარღვევასა და საჯარიმოში ჩაწოდებას, მარტინის ცუდი მოგერიება და მბაპეს იღბლიანი მომენტი მოჰყვა – ფრანგს ბურთი ზედ კარის ხაზთან შემთხვევით მოხვდა და 41-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

მე-2 ტაიმიც დაახლოებით იგივე სცენარით დაიწყო, მაგრამ ბარსელონას გატანა თითქოს ცოტათი დააგვიანდა. 61-ე წუთზე პედრის ჯადოსნური პასის შემდეგ რაფინიამ იდეალურად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ გუნდები მაქსიმუმს აკეთებდნენ და მომენტები ორივემ მხარეს იქმნებოდა, მაგრამ გოლი რეალმა შეაგდო. ჯუდ ბელინგემმა მოედნის ცენტრში ბურთი “ზიდანურად” შეინარჩუნა, რასაც კამავინგას საოცარი დრიბლინგი და მბაპეზე შესრულებული იდეალური პასი მოჰყვა. ფრანგიც ცარიელი კარის წინ არ დაიბნა და 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

მთლიანობაში, ბარსელონას ცუდად არ უთამაშია, მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ რეალი მეტოქისთვის უფრო მომზადებული იყო და ჟოზე მოურინიოს ამისთვის ქება ეკუთვნის. “განსაკუთრებული” გამარჯვების შემდეგ რეალის არაერთმა ლეგენდამ შეაქო, ჰანსი ფლიკმა კი აღიარა, რომ “რეალთან მარცხის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ბარსელონამ მეტოქეს ახალი ვერაფერი შესთავაზა”.

ამრიგად ბარსელონა ზედიზედ მეორედ დამარცხდა პსჟ-ს შემდეგ, როცა სეზონის სტარტიდან ფრეც კი არ ჰქონია, მაგრამ ძლიერ მეტოქეებთან საქმე სხვაგვარად წავიდა და ჰანსი ფლიკს მოუწევს მუშაობა იმისთვის, რომ მისი გუნდი უფრო პრაგმატული, მობილური და მეტოქეზე მორგებადი გახდეს.

“ბლაუგრანა” ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერად რჩება 27 ქულით და მადრიდელები ფეხდაფეხ მოჰყვებიან – ატლეტიკოს 25 ქულა აქვს, რეალს კი – 24.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading