Centered Image

კეინის გამარჯვება და კვარას მეექვსე ადგილი

ბრწყინვალე კარიერის ღირსეული გვირგვინი.

2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჰარი კეინი აღიარეს.

33 წლის ფორვარდი, გახდა ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ინგლისელი, მაიკლ ოუენის შემდეგ, ვინც ასეთი აღიარება მოიპოვა. მის თანამემამულეებს შორის, ამ სიაში არიან სტენლი მეტიუზი, ბობი ჩარლტონი და კევინ კიგანი.

ასევე, კეინმა დაარღვია მიუნხენის “ბაიერნის” წყევლა, რომელიც 45 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. უკანასკნელად, “რეკორდმაისტერის” მოთამაშემ (რუმენიგემ), ballon d’or-ის მოპოვება 1981 წელს შეძლო.

გასულ სეზონში, ინგლისელი ფეხბურთელის აქტივში, ყველა ტურნირზე 73 გატანილი გოლი იყო, რაც თანამედროვე ისტორიაში მეორე შედეგია ლეო მესის განუმეორებელი 2011/12 სეზონის და 81 გოლის შემდეგ. ის ასევე გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირიც 36 გატანილი ბურთით. ტიტულებიდან, მოქალაქე კეინის აქტივშია ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი.

მეორე ადგილი, ხმის მიცემის მიხედვით, დაიკავა კილიან მბაპემ, მესამეზე კი ლამინ იამალი გავიდა. ხუთეულში ასევე მოხვდნენ მუნდიალის გმირები როდრი და მესი.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის აქტივში, ამ საპატიო სიაში დაკავებული მეექვსე პოზიციაა, რაც ქართული ფეხბურთის აბსოლუტურ რეკორდს შეადგენს. აქამდე, საუკეთესო შედეგი რამაზ შენგელიას ეკუთვნოდა, რომელმაც, 1981 წელს, მეშვიდე პოზიციის დაკავება შეძლო.

ათეულში, კვარას შემდეგ მოხვდნენ დემბელე, ჰოლანდი, ოლისე, რომელიც მხოლოდ მეცხრეზე გავიდა და ფაბიან რუისი, რომლის აქტივში ჩემპიონთა ლიგის და მუნდიალის იშვიათი დუბლია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი