Centered Image

კოკერილის პრეს-კონფერენცია ირნალდიასთან მატჩამდე

საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან ერთად ჟურნალისტებთან გუნდის კაპიტანმა, ბექა საღინაძემაც ისაუბრა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრები 5 ივლისს, ისტორიაში პირველად, თბილისში ირლანდიის უძლიერეს ნაკრებს უმასპინძლებს, შემდეგ კი, სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც ჯერ ადგილობრივ ფრენჩაიზ “ტოიოტა ჩიტასს” (12 ივლისი) შეხვდება, შემდეგ კი უკვე მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებთან ცდის ბედს (19 ივლისი), რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ირლანდიასთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა და ბორჯღალოსანთა კაპიტანმა ბექა საღინაძემ უპასუხეს.

რიჩარდ კოკერილი, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “სიახლე არაფერი არ იქნება. ხვალინდელი დღისთვის საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიეთ. მძიმე მატჩი გველის და გამარჯვებას ვგეგმავთ. ირლანდიელთა მწვრთნელმა თქვა, რომ ხვალ ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშებენ, თუმცა მათ შემადგენლობაში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა და მინდა ეს იცოდეთ. ცხრა ისეთი მოთამაშე ჰყავთ ირლანდიელებს, რომლებსაც ნაკრებში დიდი გამოცდილება აქვთ, თუმცა ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის.

ყოველთვის რთულია, როდესაც უთამაშებელი მორაგბეები გყავს ასეთ პოზიციაზე, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ საუკეთესო მორაგბეები მყავს ამ პოზიციაზე. თედოც და მატკავაც ამჟამად საუკეთესო ვარიანტები არიან და მჯერა ჩემი მოთამაშეების”.

ბექა საღინაძე, საქართველოს მორაგბეთან ნაკრების კაპიტანი: “ქართველი ქომაგი დიდი ხანია ელოდება ასეთ მატჩს. გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გავიდეთ საკუთარ მოედანზე და მსოფლიოში მესამე ნაკრებს ვეთამაშოთ. ბიჭები ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე მოსაგებად გავალთ. ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ.

თუ ირლანდიას დავამარცხებთ, ჩვენი მიზნისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ. აქ მოგება იქნება შანსი, რომ “ტიერ 1”-ის ქვეყნებთან ხშირად ვითამაშოთ. ირლანდია ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია რაქში, ჩვენი უპირატესობა მაინც ძალისმიერ თამაშში უნდა იყოს. შერკინებასა და მოლებში უნდა ვიყოთ მოტივრებულები და კარგი თამაში ლელოებით დავაგვირგვინოთ.

ნაკრებში 2017 წლიდან ვარ და ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მოედანი სავსე იყო. ეს იყო იტალიასთან მატჩი და უდიდესი მნიშვნელობა აქვს სავსე სტადიონს. ხვალ ყველას ველოდებით ტრიბუნებზე”.

აქამდე ირლანდიის ნაკრებთან 5-ჯერ გვითამაშია და სამწუხაროდ, ყველა მათგანი მწვანეების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრა 5 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. იმედია, ამ მატჩის შემდეგ სტატისტიკურ მონაცემებში ახალი ათვლა დაიწყება.

წარმატებები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading