Centered Image

კონტე: “პრეზიდენტი შემპირდა, რომ ხვიჩა დარჩებოდა, ასეც მოხდა.”

“ნაპოლის” ახალი მწვრთნელი, ქართველი ვარსკვლავის გუნდში დარჩენაზე, როგორც უკვე შემდგარ ფაქტზე, ისე საუბრობს:

“როდესაც ვნახე, რა სიტუაცია იყო გუნდში, დე ლაურენტისთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მან პირობა მომცა, რომ ხვიჩა და დი ლორენცო გუნდიდან არსად წავიდოდნენ – ასეც მოხდა. ამაში გუნდის დიდი დამსახურებაა, რომელმაც რთულ ვითარებაში სწორად იმოქმედა.

დი ლორენცოს რაც შეეხება, მან მთელი ცხოვრება აქ გაატარა, აქაურია და გუნდის ერთგულიც რჩება, უბრალოდ ისიც და ხვიჩაც, გუნდის არცთუ იდეალური შედეგების გამო, ცოტათი იმედგაცრუებულები იყვნენ.

მე იმდენი მოვახერხე, რომ ამ იმედგაცრუებაში ბალანსი შევიტანე, დავარწმუნე ბიჭები რომ წლების მუშაობის წყალში გადაყრა არ ღირს.

კლუბმაც ამ სიტუაციაში იდეალურად იმოქმედა, უნდა ვაღიაროთ,” ციტირებს ანტონიო კონტეს ჯანლუკა დიმარციო.

არადა სულ ცოტა ხნის წინ, იმის შემდეგ რაც დე ლაურენტისმა 200 მილიონი ევრო იუარა “პე-ეს-ჟე-სგან” ხვიჩასა და ოსიმენში, ბრიტანული პრესა გააქტიურდა და კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ხან “ჩელსის”, ხანაც “ლივერპულს” და “არსენალს” მიაწერდნენ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading