Centered Image

ქაოსი მადრიდში – კლასიკოს წინ სამეფო კლუბში ქაოსია

გაწევ-გამოწევა, გაკერილი შუბლი და საგანგებო სხდომები რეალ მადრიდის ბაზაზე.

გავლენიანი ესპანური გამოცემები რეალ მადრიდის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებენ. როგორც ცნობილი ხდება, ფედე ვალვერდესა და აურელიან ჩუამენის შორის დაპირისპირება კიდევ ერთხელ მოხდა. ცნობების მიხედვით, დღევანდელი კონფლიქტი გუშინდელზე უფრო მძიმე იყო და სიტუაცია ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც მივიდა.

გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, ფედე ვალვერდეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და ის საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

ამავე წყაროების თანახმად, ვარჯიშის შემდეგ რეალ მადრიდის ბაზა არცერთ ფეხბურთელს არ დაუტოვებია, რადგან კლუბში საგანგებო შეხვედრა იმართება და ხელმძღვანელობა შესაძლო ზომებს განიხილავს. გუნდის ოფიციალურმა გვერდმა უკვე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ფედერიკო ვალვერდე და აურელიან ჩუამენი, მიუხედავად იმისა რომ საჩემპიონო კალიბრის კლასიკოა, შემდეგ თამაშს გამოტოვებენ. სანქციის გარეშეც, ვალვერდეს კლასიკოს გამოტოვება მაინც მოუწევდა, რადგანაც თავის არეში სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 კვირით დასვენება აქვს გამოწერილი.

“მადრიდის რეალი აცხადებს, რომ დღეს დილით განვითარებული მოვლენების შემდეგ, კლუბმა გადაწყვიტა დისციპლინური წარომება დაიწყოს ჩვენი ფეხბურთელების, ფედერიკო ვალვერდესა და აურელიან ჩუამენის წინააღმდეგ. როგორც კი შიდა პროცედურები დასრულდება, კლუბი ორივე ფეხბურთელის საქმის შედეგს დროულად გამოაცხადებს”, – ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

“სამეფო კლუბს” ბარსასთან შეხვედრა 10 მაისს ელის. “კამპ ნოუზე” ვერმოგების შემთხვევაში, რეალი სეზონს უტიტულოდ დაასრულებს, ხოლო მათი მთავარი კონკურენტი ჩემპიონობას იდეალურ პირობებში, საშინაო გულშემატკივრების თვალწინ რეალ მადრიდის წინააღმდეგ იზეიმებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading