Centered Image

კრიშტიანუს მორიგი, უნიკალური რეკორდი

ლეგენდარული პორტუგალიელი მწვერვალების დაპყრობას არამარტო სპორტულ ასპარეზზე ახერხებს.

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა, მაგრამ არა სპორტული, არამედ ამჯერად უკვე ფინანსური კუთხით. “Forbes”-ის გამოთვლებით, ის გახდა ისტორიაში პირველი სპორტსმენი, რომელმაც კარიერის განმავლობაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და ჯერ კიდევ მოქმედი მოთამაშეა. როცა გასულ წელს “Bloomberg”-მა პორტუგალიელი ფორვარდი პირველ მილიარდერ ფეხბურთელად დაასახელა, მან პირს მორგანთან აღიარა, ეს მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

“ეს ოქროს ბურთის მოპოვებას ჰგავს. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მზად ვიყავი. ეს დროის ამბავი იყო”, – ამბობდა “ალ ნასრის” ამჟამინდელი კაპიტანი. როგორც ვხედავთ, ლეგენდარული მე-7 ნომერი ფულს ეპყრობა ტიტულებივით, ახლა კი მილიარდები გაორმაგდა, მაგრამ უფრო საინტერესო თავად აღნიშნული ზღვარი კი არა, ისაა, თუ როგორ მიაღწია მან ამ ყველაფერს.

“Forbes”-ის შეფასებით, ეს თანხა 2,09 მილიარდი დოლარია, თუმცა ეს არ არის 41 წლის თავდამსხმელის ამჟამინდელი ქონება, არამედ მთელი კარიერის მანძილზე გამომუშავებული თანხა. იგი მოიცავს ხელფასებს, ბონუსებს, პრიზებს, სპონსორებსა და ლიცენზიებიდან მიღებულ შემოსავლებს. გადასახადები და აგენტების საკომისიოები არ გამოიქვითება, ინფლაცია არ არის გათვალისწინებული, ინვესტიციები ითვლება იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენმა ბიზნესი გაყიდა.

გათვალისწინებულია მხოლოდ სპორტული კარიერის განმავლობაში გამომუშავებული ფული. სწორედ ამიტომ არ არის რეიტინგში მაიკლ ჯორდანი. NBA-ში თამაშისთვის ამერიკელმა ლეგენდამ მიიღო 94 მილიონი, ხოლო შემოსავლის საფუძველს: სპონსორთა გადახდებს კარიერის დასრულების შემდეგ და შარლოტ ჰორნეტსის გაყიდვიდან მიღებულ 3 მილიარდს Forbes-ი არ ითვალისწინებს.

კრიშტიანუ ლეგენდაა – ყველა დონეზე!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი