Centered Image

“დერ კლასიკერმა” გამარჯვებული ვერ გამოავლინა

კეინმა, ოქროს ბურთის მფოლობელის როლში პირველი მატჩი, გაფუჭებული პენალტით და უგოლო, თანაც უიღბლო გამოსვლით დაასრულა.

გერმანული ფეხბურთის მთავარი კლასიკა 2:2 დასრულდა. მატჩის სტარტზე, მაყურებელი ჰარი კეინს მიესალმა, რომელმაც ოჯახთან ერთად, მთავარი საფეხბურთო ინდივიდუალური ჯილდო წარადგინა.

შეხვედრა კი ინგლისელისთვის მძიმე გამოვიდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მაიკლ ოლისემ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო საიბარიმ ერთი ერთზე გასვლა ვერ გამოიყენა.

მატჩის პირველ ნაწილში, თავისი მომენტი ჰქონდა სტუმარსაც – უპამეკანოს მორიგი შეცდომით ჯობ ბელინგჰემმა ისარგებლა, თუმცა მსაჯებმა, პასიური თამაშგარე ჩუკვუემეკას უპოვეს.

სულ მალე კი ანგარიში მაინც “რეკორდმაისტერმა” გახსნა – ლაიმერმა ბურთი ცენტრიდან წაიღო, ოლისესთან კედელი გაითამაშა და კარებში დაარტყა. კობელმა, მოგერიება შეძლო, თუმცა ავსტრიელის დამატებას ვეღარაფერი მოუხერხა.

ტაიმის მოგების მიუხედავად, მიუნხენელთათვის, მატჩის პირველი ნახევარი წარუმატებლად უნდა შეფასდეს – გუნდმა, ტრავმების გამო საიბარი და გნაბრი დაკარგა.

მეორე ტაიმის სტარტზე კი კეინმა კუთხური მოიპოვა, რომლის შესასრულებლად, ტრადიციისამებრ თავად მივიდა. გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, ბურთი ხარიხას გაარტყა, სასჯელად კი სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს – ჩუკვუემეკას საჯარიმოში შეჭრას გირასი გამოეხმაურა და გოლიც გაიტანა, საგოლე იერიში კი სწორედ კეინის შეცდმომის შედეგად დაიწყო.

კეინმა, გოლის გატანა კიდევ არაერთხელ სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, 66-ე წუთზე, ფორვარდმა უპამეკანოზე მიითვალა ასისტი. ფრნგმა, ბურთი ცარიელ კარში გაიტანა.

ცოტა ხნის შემდეგ, იმავეს მცდელობა ჰქონდა კეინსაც, თუმცა მეკარის გარეშე დარჩენილ კარში ბურთი ისევ ძელს მოხვდა.

მიუხედავად მეორე ტაიმში კოლოსალური უპირატესობისა, “ბაიერნმა”, “დერ კლასიკერი”, გამარჯვებამდე ვერ მიიყვანა. ცვლილებაზე გამოსულმა სილვამ, შორეულ კუთხეში მეკარისთვის უშანსოდ დაარტყა.

დამატებულ დროში, “რეკორდმაისტერს” კიდევ ერთხელ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა კარლის შორეული გასროლის შემდეგ, ბურთი ისევ ძელს მოხვდა – მატჩში მეოთხეჯერ მასპინძელთათვის.

შედეგად, რვა ტურის შემდეგ, ბუნდესლიგაში ისევ ორხელისუფლებიანობაა. “ბაიერნსაც” და ბორუსიასაც” 18-18 ქულა აქვთ. ორქულიანი ჩამორჩენით, მესამე ადგილზე “ფრაიბურგი” მიდის.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი