Centered Image

“ლანსმა” საფრანგეთის თასი მოიგო

ისტორიული სეზონის ლოგიკური დასასრული.

“სტად დე ფრანსზე” გამართული მატჩში, საფრანგეთის თასის გამარჯვებული “ლანსსა” და “ნიცას” შორის დაპირისპირებისას ირკვეოდა.

საოცარი სეზონის შემდეგ, საჟის გუნდმა საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გლამურული ქალაქის გუნდი 3:1 დაამარცხა და ხსენებულ ტურნირზე, ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ტოვენმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა, რის შემდეგაც 42-ეზე, ედუარზე საგოლე პასიც გააკეთა. ტაიმის მიწურულს, ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე კულიბალიმ შეამცირა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში, ერთადერთი გოლი ისევ საჟის გუნდმა, კერძოდ კი სიმამ შეაგდო.

საფრანგეთის თასზე, “ლანსი” ფინალში მეოთხეჯერ გავიდა. წინა სამ შემთხვევაში (1948, 1975 და 1998 წლებში), გუნდმა ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ “ლანსმა”, ტიტული უკანასკნელად 2009 წელს მოიპოვა, როდესაც ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა, ამის გარდა იყო “ინტერტოტოს” თასზე წარმატება, ისე, კი ბოლო მსხვილი ტიტული გუნდმა 1999 წელს მოიპოვა, როდესაც საფრანგეთის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, ლიგა ერთში, “ლანსმა” თავის ისტორიაში გამორჩეული სეზონი ჩაატარა, მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო “პსჟ-ს”, დიდი ხნის განმავლობაში, ჩემპიონობისთვისაც ებრძოლა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading