ესპანეთში მსაჯობის დონის ამაღლების ახალ ხერხს მიმართავენ. ამის შესახებ ინფრომაცია თავად ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ტებასმა გაავრცელა:
“დიახ, ხელოვნური ინტელქტის ეპოქა უკვე დადგა, ჩვენც არ უნდა ჩამორვრჩეთ. ამას ორი მიმართულებით გავაკეთებთ.
პირველი ესაა ყოველი შეხვედრის შემდეგ მსაჯობის შემოწმება, ანალიზი, რომელსაც დღესდღეობით ადამიანები ასრულებენ. შესაბამისი ალგორითმები უკვე შემუშავებულია, ისევე, როგორც შეფასების 30 კრიტერიუმი. გამოთვლების შედეგად, ახალი სქემა სიზუსტის 40%-ით მეტს მოგვცემს, ვიდრე ადამიანის თვალით იყო დანახული.
მეორე მიმართულება ისევ არბიტრებს შეეხებათ, მაგრამ ამჯერად მათ დანიშვნაზე იქნება პასუხისმგებელი. სწორედ პირველი განხრის ანალიზის შედეგად, ხელოვნური ინტელექტი, შესაბამის კომიტეტს შესამაბისი მატჩებისთვის შესთავაზებს არბიტრებს შორის ყველაზე სწორ ვარიანტს. ამ სამიდან კი უკვე სამსაჯო კომიტეტი გააკეთებს არჩევანს.
მე მჯერა ადამიანის და მისი გონებრივი შესაძლებლობების, თუმცა ასევე მწამს, რომ ხელოვნური ინტელექტი, ადამიანს მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს.” განაცხადა ლა ლიგის შეფმა.
ჯერ-ჯერობით, ტებასი არ აკონკრეტებს, თუ რა კრიტერიუმი იქნება გამოყენებული მსაჯების არჩევისას ხელოვნური ინტელექტის მიერ.











