როგორც ჩანს, სანაკრებო ვოიაჟების შემდეგ ენრიკეს გამორჩეული შეგირდი არ დავიწყებია.
უკვე დადასტურებულია, რომ პარიზ სენ-ჟერმენი და ფერან ტორესის აგენტები პოტენციურ ტრანსფერზე მუშაობენ! თუ გავლენიან წყაროებს დავუჯერებთ, ლუის ენრიკემ 26 წლის ფორვარდის ტრანსფერი პირადად მოითხოვა, რის შემდეგაც ლუიშ კამპუშმა გარიგებაზე მუშაობა დაიწყო.
როგორც იწერება, ფერან ტორესს კარიერის პარიზ სენ-ჟერმენში გაგრძელება სურს, რაც კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევას ხელს უწყობს. ესპანელ ფეხბურთელს ბარსელონასთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო კატალონიელებს მისი უფასოდ დაკარგვა არ სურთ. შესაბამისად, საკმაოდ დიდი შანსია, რომ ფერან ტორესის პარიზ სენ-ჟერმენში ტრანსფერი განხორციელდეს.
ფერან ტორესის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული კლუბებიც იჩენენ, თუმცა ამ მომენტისთვის ფავორიტი უდავოდ პარი სენ-ჟერმენია. უახლოეს დღეებში ესპანელი ფეხბურთელის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

2023 წლამდე ფერან ტორესი ლუის ენრიკეს შვილს, სირა მარტინეზს ხვდებოდა და ოფიციალურ ურთიერთობაშიც იყვნენ. სწორედ ამ პერიოდში იყო ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი, ფერანსაც სულ იძახებდა და ეს ხშირად ხდებოდა ხურმობის საგანი. უნდა ვაღიაროთ, რომ ფერანი ამ იმედებს სრულად ამართლებდა და იმ პერიოდში თითქმის ყველა მატჩში გაჰქონდა გოლი.











