Centered Image

ლუის ენრიკე: “ამას გუნდში ვერავის შევპირდები”

ლუის ენრიკემ ოქროს ბურთის ფავორიტებსა და ბრედლი ბარკოლაზე ისაუბრა:

“რას ვფიქრობ ოქროს ბურთზე? მხოლოდ იმას, რომ ის ჩვენს ფეხბურთელს ეკუთვნის. რთულია გამოყო ერთი კონკრეტული. სიმართლე რომ გითხრათ, ეს დიდად არ მაღელვებს, თუმცა ცხადია, რომ ჯილდო ‘პსჟ-ს’ მოთამაშემ უნდა აიღოს. ჩვენ გვაყვს რუისი, რომელმაც მუნდიალი მოიგო და დემბელე, რომელიც ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელია.

თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ერთადერთი რაც მაღელვებს გუნდური პრიზებია, ინდივიდუალური ჯილდოები ნამდვილად არ მადარდებს.” განაცხადა ესპანელმა.

პარიზელთა დამრიგებელმა “ლივერპულში” წასულ ბრედლი ბარკოლაზეც ისაუბრა:

“ვფიქრობ, შექმნილი ისტუიაციიდან გამომდინარე, ყველა მხარისთვის ოპტიმალური ვარიანტი მივიღეთ.

ბრედლის წასვლა იმიტომ უნდოდა, რომ გუნდში გაცილებით დიდ როლს ითხოვდა, ამას კი ვერავის შევპირდები.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ბრედლი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მაღალი დონის პროფესიონალი, რომელიც უყვარდათ როგორც პარტნიორებს, ისე მწვრთნელებს და გულშემატკივრებს, ახლა კი ის სხვა გუნდს წარმოადგენს. ბარკოლას მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო.

ნორმალურია, როდესაც კლუბისთვის ბევრი რამის მომტანი ფეხბურთელი, შესაძლოა რაღაც პერიოდში სხვაგან აღმოჩნდეს – ეს ცხოვრებაა.” განაცხადა ენრიკემ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading