Centered Image

ლუის ენრიკე: “ხვიჩა ნამდვილი მეომარია, ყველაფერი კარგად იქნება”

პარიზელთა დამრიგებელმა, ტრავმირებულ კვარაცხელიაზე ისაუბრა:

“სამწუხაროდ, თავიდანვე გასაგები იყო, თუ რამდენად მძიმე იქნებოდა ეს ტრავმა. რა თქმა უნდა ვფიქრობთ ფეხბურთელზე, თუ რისი გამოვლა უწევს მას ასეთ დროს. მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ასეთ მომენტებში დადებითი განწყობის შენარჩუნებაა საჭირო, გუნდის ამოცანაც ეს არის, რომ ფეხბურთელს ამაში მიეხმაროს. თუ პროფესიულ დონეზე 10-15 წლის გატარებას გეგმავ, ტრავმებს ვერ გადაურჩები.

ხვიჩა იყო და იქნება ჩვენთვის საკვანძო ფიგურა. ის ნამდვილი მეომარია და ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელს ზამთარში, ჩვენი შემადგენლობის სიღრმე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ 2-3 მოთამაშის დაკარგვის შემთხვევაშიც კი, კონკურენტუნარიენები ვიყოთ ნებისმიერ დონეზე.

სატრანსფერო სიტუაციისთვის თვალის დევნება ჩვენს უშუალო მოვალეობებში ისედაც შედის, თუმცა ფეხბურთელების ტრავმებთან პირდაპირ კავშირში ნამდვილად არაა.” განაცხადა ლუის ენრიკემ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading