Centered Image

მამუ: “მიყვარს ტორონტო, იმედია მომავალშიც, ჩემი ადგილი აქ იქნება”

ქართველმა კალათბურთელმა, თავისუფალი აგენტების ბაზარზე გამოსვლის პერსპექტივებზე ისაუბრა:

“ვფიქრობ, ბევრმა არ იცის, რომ შარშან, იმაზე გაცილებით დიდ თანხას მთავაზობნდენ, ვიდრე აქ ვიღებ. ტორონტოში გადმოსვლისას მივენდე ინტუიციას, მწვრთნელ რაიკოვიჩს და ეს ნდობა თავიდან ბოლომდე გამიმართლდა.

მე კალათბურთელი ვარ და თანაც მებრძოლი, რომელიც მზადაა პარკეტზე მისაღები წუთებისთვის იომოს. მინდოდა მცოდნოდა, რომ რაღაც ახლის და განსაკუთრებულის ნაწილი გავხვდებოდი და ასეც მოხდა. მე მიყვარს ქალაქი, მადლობელი ვარ გულშემატკივრის და მწვრთნელი დარკოსი, რომელმაც ეს შანსი მომცა. მან მომცა საშუალება უბრალოდ ვყოფილიყავი პარკეტზე ის, ვინც ვარ.

უნდა გავიაზრო სადაა ჩემი ადგილი, სად შევძლებ მეტი სარგებლოს მოტანას. იმედია, ესეთი ადგილი სწორედ ტორონტო გახდება, თანაც მრავალი წლის განმავლობაში.

მთავარია გავიაზრო, რომ ჩემი ადგილი ნბა-შია და რომ შემიძლია როტაციის წევრი ვიყო.” განაცხადა მამუკელაშვილმა.

სავარაუდოდ, ‘უფრო დიდ შემოთავაზებულ’ კონტრაქტში, სანდრო “პანათინაიკოსს” გულისხმობდა, რომელიც, ევროპელი ინსაიდერების ინფორმაციით, ქართველს წელიწადში სამ მილიონ ევრომდე უხდიდა, თანაც სუფთა ფულით, მაშინ, როდესაც ტორონტოში, მძიმე ფორვარდი, 2.4 მილიონ დოლარს იღებს, თანაც, კანადური დაბეგვრის წესებით, ამ თანხიდან დაახლოებით ნახევარი, მას ეჭრება.

მომავალი სეზონისთვის, სანდროს აქვს ე.წ. მოთამაშის ოპცია. მას შეუძლია ან აიღოს 2,8 მილიონი და კიდევ ერთი სეზონით დარჩეს გუნდში, ანაც სცადოს ბედი და გავიდეს თავისუფალი აგენტების ბაზარზე იმის იმედად, რომ წარმატებული სეზონის შემდეგ მას მეტს შესთავაზებენ.

კანადელი მიმომხილველების ინფორმაციით, მამუკელაშვვილის გეგმებში მეტწილად გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება შედის, ხოლო “რაპტორზი”, სავარაუდოდ, მისთვის გაზრდილი თანხის გადახდას მოერიდება, რადგან გუნდი უკვე გადაცდენილია სახელფასო ჭერის ქვედა ზღვარს (ინგრემის და კუიკლის მძიმე კონტრაქტების გამო).

სანდროს გადმობირების მთავარ მსურველებად, “ნიუ ორლეანი” და “პორტლენდი” სახელდებიან.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading