Centered Image

“მანჩესტერმა” კერიკთან გაახანგრძლივა

წარმატებული პერიოდის ლოგიკური გაგრძელება.

ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “წითელმა ეშმაკებმა”, მაიკლ კერიკთან ხელშეკრულება გაახანგრძლივეს. ამ იდეას მხარი დაუჭირეს როგორც რედკლიფმა, ისე გუნდის სხვა მფლობელებმა და მენეჯერებმა:

“ეს უნიკალური, სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეული კლუბია. აქ ყოფნა ფეხბურთელის როლში უზარმაზარი პატივი იყო, მე კი ბედმა კიდევ უფრო მეტად გამიღიმა და ჩემს საყვარელ გუნდში სხვა რანგით დაბრუნების შანსი მომეცა.

მთელმა კლუბმა კოლოსალური სამუშაო გასწია. ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იყო და მას თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, იყო არასასურველი მომენტები და შეცდომებიც, რომელთა გამოსწორებასაც მომავალში ვისურვებდი.

საბოლოო ჯამში, მთავარია პროგრესი განვაგრძოთ. რაც უფრო ახლოს ხარ მწვერვალთან, მით უფრო ნაკლები სივრცე გრჩება პროგრესისთვის, ჩვენ კი ეს სივრცე ჯერ ძალიან დიდი გვაქვს.

როგორც გუნდის გულშემატკივარი, ვამაყობ იმ ყველაფრით, რასაც ამ პერიოდში მივაღწიეთ, იმედია, მომავალში წინსვლა გაგრძელდება.” განაცხადა მომხდართან დაკავშირებით 44 წლის სპეციალისტმა.

კერიკის გუნდთან კონტრაქტი 2+1 წლით იქნება გათვალისწინებული. რომანო, ხელშეკრულებაში გაწერილ თანხას ჯერ-ჯერობით არ ასახელებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading