Centered Image

“მანჩესტერ იუნაიტედი” და კერიკი დამატებით დროში

პროგნოზები არ გამართლდა, კერიკს დამატებითი დრო მიეცა.

ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ბორნმუტთან” შეხვედრა, მანჩესტერელთა დამრიგებლისთვის ბოლო შანსი იქნებოდა არ გამართლდა.

“ალუბლებთან” გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად, 45 წლის სპეციალისტი გუნდში დარჩება. მინიმუმ პრემიერ ლიგის შემდეგ შეხვედრამდე, რომელშიც, “წითელ ეშმაკებს” “არისტოკრატებთან” სტუმრობა ელით.

ინსაიდერ ბენ ჯეიკობსის ინფრომაციით, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ნდობის გამოხატულება, არამედ პირდაპირი გაგრძელება იმ კონფლიქტის, რომელიც მანჩესტერელთა მმართველთა საბჭოშია კერიკის შემცველელის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ გუნდი ორ ბანაკად არის დაყოფილი. ერთში, იულიან ნაგელსმანის კანდიდატურას უჭერენ მხარს, ხოლო მეორეში კონტეს ან ჰაუს ვარიანტს ემხრობიან.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი