Centered Image

ხუმრობა ნახევარ მილიარდ დოლარად

მბაპეს, ლა ლიგას და “რეალს” ბოდიშის მოხდა მოუწიათ, ვერდიქტი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

მაო ძედუნთან დაკავშირებულ მიმზე კილიან მბაპეს ხუმრობა, ჩინეთში ვერ დააფასეს. ფრანგის სიტყვებს, რომ ჩინელ დიქტატორთან მისი შედარება ყველაზე სასაცილოა, რაც მსგავს მიმებში კილიანს უნახავს, უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

მაო ძედუნის დიქტატორად ხსენებამ, დომინოს პრინციპი გამოიწვია, რომელიც დაიწყო ჯერ თავად კილიანისთვის ჩინური ბრენდების მხრიდან კონტრაქტების გაწყვეტით, მათ შორის სპორტული ვიტამინების და სასმელის ბრენდის, რომელიც ფრანგს, სხვადასხვა ინფრომაციით ათ მილიონ ევრომდე უხდიდა და ჩინეთში უდიდესი პოპულარულობით სარგებლობდა.

ამას მოჰყვა ჯერ მადრიდის “რეალის” მატჩების ტრანსლაციების ჩინეთში დროებით შეჩერება, შემდეგ კი მთლიანად ლა ლიგაზე, რაღაც პერიოდით უარის თქმა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ “რეალმა”, შემდეგ ტებასმა, ლა ლიგის შეფმა და ბოლოს თავად მბაპემაც ბოდიში მოიხედეს, ამ ეტაპისთვის, ჩინეთს და ესპანეთის ჩემპიონატს შორის ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

“ბლუმბერგის” ინფრომაციით, თუ ლა ლიგა, ჩინურ ბაზარს საბოლოოდ დაკარგავს, დანაკლისმა შესაძლოა ნახევარ მილიარდ ევრომდე მიაღწიოს. აქ საუბარია არა მხოლოდ ტრანსლაციების შეწყვეტაზე, არამედ მრავალრიცხვოვანი სპონსორების მთლიანად წასვლაზე, რადგან ხელისუფლებისგან წითელი შუქის შემთხვევაში, ბლუმბერგის ვარაუდით, არც ერთი კერძო ფირმა, ლა ლიგის მხარდაჭერას არ განაგრძობს. ასევე, საუბარია ჩინურ სოციალურ მედიაში ესპანეთის ჩემპიონატის, პირველ რიგში კი მადრიდის “რეალის” ყველანაირ ხსენებაზე უარის თქმაზეც, როგორც, მაგალითად, ეს RedNote-ის და კილიან მბაპეს შემთხვევაში მოხდა.

წინასწარი ვარაუდით, ლა ლიგის და ჩინეთის ურთიერთობები დალაგებას ექვემდებარება, რაც შეეხება მადრიდის “რეალს” და განსაკუთრებით თავად მბაპეს, აქ საქმე ბევრად რთულადაა.

“ასის” ვარაუდით, სიტუაციის გამძაფრების შემთხვევაში, ტებასი, მზადაა ჩინეთს თავად ესტუმროს და კომუნისტურ პარტიას, ბოდიში პირადად მოუხადოს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი