ჩვენი ნაკრების კაპიტანმა რეაბილიტაციისთვის პარკეტზე მხოლოდ 10 წუთი გაატარა.
საკალათბურთო ევროლიგის მე-8 ტურში დუბაიმ ტურნირის ერთ-ერთ აუტსაიდერს, პარიზს უმასპინძლა და 6-ქულიანი სხვაობით, 93:99 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ზედიზედ 3 მატჩი გამოტოვა, ამ მატჩში პარკეტზე დაახლოებით 10 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა ისე მოაგროვა, რომ სროლა არ აუცილებია. ჩვენმა კაპიტანმა სამივე 2 ქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა, საბოლოოდ სარგებლიანობის ინდექსად კი +8 დაუფიქსირდა.
დუბაის 25 ქულითა და 10 მოხსნით დუეინ ბეიკონმა ულიდერა. კარგი იყო ასევე მფიონდუ კაბენგელე, რომელმაც 22 ქულა და 13 მოხსნა აკრიფა, მატჩის MVP კი პარიზელთა ფორვარდი, ჯარედ როდენი გახდა 20 ქულით, 3 მოხსნით, 3 პასითა და ჯამური +22 ვალიდობის დადებითი ინდექსით.
დუბაი, რომელიც 5 მოგებითა და 3 წაგებით ევროლიგის მე-6 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს პარასკევს, 30 ოქტომბერს, ჰაპოელ თელ-ავივის წინააღმდეგ გამართავს.
წარმატებები თორნიკე შენგელიას!










