ტრანსფერი 100 მილიონ ევროდ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტისა” და “ლილს” შორის ხანგრძლივი, ივნისში დაწყებული მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა. მხარეებმა აიუბ ბუადის ტრანსფერის დეტალები შეათანხმეს, 18 წლის მაროკოელს კი სამშაბათს, სამედიცინო შემოწმება ელის.
RMC Sport-ის ინფრომაციით, ტრანსფერის თანხა 100 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება, ხოლო ნახეავრმცველი, მარესკას გუნდთან ახალ, გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ბუადი, პირადი კონტრაქტის დეტალებზე “ქალაქელებთან” დიდი ხნის წინ იყო მორიგებული და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულებასღა ელოდა.
Goal-ის მიერ შედგენილ რეიტინგში, რომელიც მსოლფიოს საუკეთესო თინეიჯერ ფეხბურთელებს მოიცავს, ბუადი მეოთხე პოზიციას იკავებს იამალის, ესტევაოს და კუბარსის შემდგომ.










