Centered Image

ჟორჟის მადრიდული MVP

ყვითელმა წყალქვეშა ნავმა მადრიდიდან კინაღამ 3 ქულა წამოიღო.

გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურის მატჩში მადრიდის ატლეტიკოს გასვლაზე, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” დაუპირისპირდა. დაძაბულ თამაშში ვილიარეალი იგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ფრე, 2:2 მივიღეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამორჩეული თამაში ჩაატარა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, გოლიც გაიტანა და მოედანი 79-ე წუთზე დატოვა.

პირველი ტაიმი ძალიან უინტერესო გამოდგა, მე-2 ტაიმიდან კი გუნდები ამუშავდნენ. ანგარიში 59-ე წუთზე მარკ პუბილმა გახსნა, აქედან ძალიან მალე, 66-ე წუთზე კი ხერარდ მორენომ პენალტი გაიტანა და ანგარიში გაათნაბრა.

76-ე წუთზე მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულ მიქაუტაძეს რობინ ლე ნორმანმა ხელი უბიძგა და ნორმალურად დარტყმის საშუალება არ მისცა. ამის გამო ლე ნორმანდი მოედნიდან გააძევეს, ობიექტურად დანიშნული თერთმეტმეტრიანი კი მიქაუტაძემ 78-ე წუთზე ზუსტად შეასრულა და მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლიც გაიტანა.

სტუმართა სამწუხაროდ, გუნდმა მომგებიანი ანგარიში ვერ შეინარჩუნა და 85-ე წუთზე ჯოვანი სიმეონესგან გოლი მიიღო. საბოლოოდ ფრე, 2:2 მივიღეთ. ვილიარეალმა სეზონის ორივე ტურის მატჩი იდენტური ანგარიშით დაასრულა.

ჟორჟმა ძალიან მაღალი შეფასება, 7.8 დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჩვენი ნაკრების ფორვარდს პირველ ტურში ასისტი ჰქონდა, მე-2 ტურში კი მადრიდში უკვე გოლიც შეაგდო.

წარმატებები გიორგი მიქაუტაძეს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading