Centered Image

მასტანტუონომ რეალ მადრიდი დატოვა

ნიჭიერი არგენტინელი საკუთარ ძალებს იტალიაში მოსინჯავს.

უკვე ოფიციალური ინფორმაციაა, რომ ფრანკო მასტანტუონო რეალ მადრიდიდან კარიერას ფიორენტინაში გააგრძელებს. ახალგაზრდა არგენტინელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება. მასტანტუონო რეალ მადრიდში 2027 წელს დაბრუნდება. ხელშეკრულება ე.წ. “მშრალ იჯარას” მოიცავს და ფიორენტინას მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

ჟოზე მოურინიოს სამეფო კლუბში დაბრუნების შემდეგ, პორტუგალიელმა რამდენიმე ფეხბურთელს აცნობა, რომ მიმდინარე სეზონში დიდ სათამაშო დროს ვერ მიიღებდნენ – მათ შორის აღმოჩნდა მასტანტუონოც. მიუხედავად ამისა, რეალ მადრიდში არგენტინელი ტალანტის კვლავ სჯერათ, ამიტომ ფეხბურთელი მხოლოდ იჯარის წესით გაუშვეს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading