Centered Image

“მეთოფეებს” ახალი სამიზნე ჰყავთ

ვინის ცდუნების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, “არსენალი” ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთო.

The Times-ის ინფრომაციით, ჩრდილოეთ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა მარცხენა შემტევის პოზიციის გაძლიერების იმედებს არ კარგავს და ახალი სამიზნეც დასახულია. ეს “იუვენტუსის” თურქი ლიდერი კენან ილდიზია.

გამოცემის ინსაიდერების ცნობით, “არსენალში” აფიქრებთ თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციაზე მხოლოდ მარტინელით სეზონის დაწყება. გუნდში ვერც მადუეკეს უნივერსალიზმი ხიბლავთ იმდენად, რომ ვერმოყვანილი ვინის და წასული ტროსარის ალტერნატივის ძიება არ იქნას დაწყებული.

21 წლის თურქის ფასზე, პირველადი მოლაპარაკებები უკვე შედგა, რომლის დეტალები უცნობი რჩება, ისევე, როგორვ თავად ფეხბურთელის “ნისლიან ალბიონზე” გადაბარგების სურვილი.

არსებობს მესამე ვარიანტიც, რომელსაც ლონდონელები ორი სეზონის წინ განიხილავდნენ, დღეს კი მზად არიან დაუბრუნდნენ. საუბარია ნიკო უილიამსზე, რომელმაც, თავის დროზე ჯერ “არსენალს”, შემდეგ კი “ბარსელონას” უთხრა უარი და ბასკეთში დარჩენა ამჯობინა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ “არსენალის” თავდაპირველი გეგმა ხვიჩას ან ვინის გადმოყვანა იყო, თუმცა გუნდში ესმოდათ, რომ ეს ვარიანტები რთულად განსახორციელებელი იყო, ამიტომაც ორი ალტერნატიული ოპცია იქნა შემუშავებული.

შეგახსენებთ, რომ “არსენალმა”, ამ ზაფხულს უკვე გადმოიბირა ცოლისი, ინკამპიე და გიმარაეში, ახლა კი გუნდის ყურადღება მთლიანად შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერებისკენაა მიმართული.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading