Centered Image

მესამე ოქრო საქართველოს

ლუკა მაისურაძემ, “ქართულ წონაში” პირველობა არავის დაუთმო.

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 90 კგ წონით კატეგორიაში, რომელიც ბოლო წლებია თითქმის ყველა დიდ ტურნირზე ქართული ჰიმნით სრულდება, გამონაკლისი არც დღეს შედგა.

ტრადიციულად, ამ წონაში საქართველოს ორი უძლიერესი ფალავანი წარადგენდა. მაისურაძესთან ერთად, ძალები ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმაც მოსინჯა. სამწუხაროდ, 25 წლის ქართველმა, ხელის ტრავმა საწყის რაუნდებშივე გაიმიზეზა და თითქმის მთელი ტუნრირი ძლიერი ტკივილების ფონზე ჩაატარა, ამის მიუხედავად მაინც ნახევარიფინალამდე იარა და მხოლოდ იქ, გამოცდილ სერბ მაიდოვთან დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტრავმირებულმა ბექაურმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაც დათმო და ამჯერად, ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი, ობიექტური მიზეზების გამო უმედლოდ დარჩა.

სამაგიეროდ, თავიდან ბოლომდე იდეალური გამოუვიდა ასპარეზობა ლუკა მაისურაძეს. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, ტრიუმფალური გზა მეორე წრიდან, ისრაელელი ზილბერშტაინის წინააღმდეგ დაიწყო, რომელსაც სერბი სოგენოვი და ბულგარელი ივანოვი მიაყოლა. ნახევარფინალში, ლუკა, რუმინელ კრეტს დაუპირისპირდა და გადამწყვეტი ბრძოლის საგზური ვაზარის აღების შემდეგ მოიპოვა, სადაც ბექაურის დამმარცხებელ მაიდოვს, გოლდენ სქორში ასევე ვაზარით სძლია.

ეს ოქრო, საშინაო ევროპირველობაზე, ქართული დელეგაციისთვის მესამეა. გუშინ, უმაღლესი სინჯის მედლები ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ჩვენი გუნდის აქტივიშია ასევე ტატო გრიგალაშვილის და გიორგი სარდალააშვილის მიერ აღებული ორი ვერცხლიც.

რაც შეეხება მაისურაძეს, 28 წლის ქართველისთვის ეს ევროპის ჩემპიონის მეორე ინდივიდუალური ტიტული იყო. პირველი მას სოფიაში, 2022 წელს აქვს აღებული. ლუკამ, ასევე მთლიანად ქართულ ფინალში, დოჰაში, 2023 წელს, ლაშა ბექაური დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპინიოს წოდებასაც დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ასეთი რეგალიების ფონზე, ლუკას, ჯერ-ჯერობით არ მისცემია ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის საშუალება.

ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს, საქმეში ჩვენი დიდი ბიჭები – ილია სულამანიძე (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (100+ კგ) ჩაერთვებიან. ქალთა მძიმე წონაში კი ძალებს სოფო სომხიშვილი მოსინჯავს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading