Centered Image

მილანისა და ლეაოს ურთიერთობა სრულდება

როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, მილანმა მას ყველაფერი მისცა და ცხოვრებაში ახალი გამოწვევები სურს.

უკვე არაერთი გავლენიანი წყარო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რაფაელ ლეაო მილანს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 100% დატოვებს. ამის შესახებ თავად პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ისაუბრა და სიტუაცია ამ დრომდე არ შეცვლილა.

რაც შეეხება დაინტერესებულ კლუბებს, 27 წლის ფეხბურთელის დამატებას გალათასარაი და ფენერბაჰჩე სერიოზულად განიხილავენ. მეტიც, ლეაუს წარმომადგენლებთან პირველი კონტაქტიც შედგა, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს. ამ მომენტისთვის თურქულ კლუბებსა და მილანს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. თავად ლეაოსთან ფენერის წარმომადგენლებმა პირადი მოლაპარაკება სცადეს, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, პორტუგალიელმა ფენერის შეთავაზება დასაწყისშივე უარყო.

როსონერი ლეაოს სანაცვლოდ საწყის თანხად 60-70 მილიონ ევროს ასახელებს, მაგრამ თუ შექმნილ ვითარებას გავითვალისწინებთ, შეიძლება მილანს ფასის დაკლებაზე დათანხმებაც მოუწიოს.

თავად ლეაოს კარიერის გაგრძელება ინგლისში სურს, თუმცა ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგის კლუბები მილანის ათიანით არ ინტერესდებიან. უახლოეს 10-14 დღეში, პორტუგალიელი ფეხბურთელის შესახებ უფრო მეტი დაზუსტებული ინფორმაცია გახდება ცნობილი.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading