Centered Image

მილანის ისტორიული შეთანხმება

“როსონერი” ისევ ძველ “მეგობარს” უბრუნდება, რომელთა სპონსორობის დროსაც გუნდს “ოქროს ხანა” ედგა.

უკვე დადასტურებული ამბავია, რომ ადიდასი 2028/29 წლების სეზონიდან მილანის ტექნიკური სპონსორი გახდება. როგორც ცნობილი ხდება, მხარეებს შორის შეთანხმება სრულად მიღწეულია და თანამშრომლობა 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

კონტრაქტის მიხედვით, გერმანული კომპანია მილანს ყოველწლიურად €50 მილიონს გადაუხდის. ეს იტალიურ ფეხბურთში ტექნიკური სპონსორობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი შეთანხმება იქნება.

მილანსა და ადიდასს შორის ეს პირველი თანამშრომლობა არ იქნება. გერმანული კომპანია “როსონერის” ტექნიკური სპონსორი 1998-2018 წლებშიც იყო.

აქამდე, მილანის ტექნიკური სპონსორი 2018 წლიდან პუმა გახლდათ, თუმცა თანამშრომლობა 2027/28 წლების სეზონის დასრულების შემდეგ შეწყდება. ამჟამინდელი შეთანხმებით, გერმანული ბრენდი როსონერის წელიწადში €30 მილიონს უხდის.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი