Centered Image

მილანის ლეგენდა გარდაიცვალა

ფრანკო ბარეზი მე-20 საუკუნის საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელად არის აღიარებული.

31 ივლისის დილით საფეხბურთო სამყაროში ძალიან სამწუხარო ამბავი გავრცელდა. იტალიის ნაკრებისა და მილანის ლეგენდარული კაპიტანი, ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბარეზის კარიერა 1977 წელს მილანში დაიწყო და 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 1997 წელს მილანშივე დასრულდა. ის ირიცხებოდა 1982 წლის იტალიის ნაკრებშიც, სადაც ლეგენდარული ლიბეროს, გაეტანო შირეას შემცვლელად იყო წაყვანილი და მოედანზე არცერთი წუთი არ გაუტარებია. სწორედ ამის გამო ის არასდროს თვლიდა საკუთარ თავს მსოფლიოს ჩემპიონად. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამივე სინჯის სამუნდიალო მედალი აქვს – 1982 წლის ოქრო, 1990 წლის ბრინჯაო და 1994 წლის ვერცხლი. იტალიელთათვის იმ ტრაგიკულ ფინალში ბარეზიმ ნაკრების რიგებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და კაპიტნის სამკლაური პაოლო მალდინის გადაულოცა. რობერტო ბაჯოს ეპიკურ აცილებამდე პირველი თერთმეტმეტრიანი სწორედ ბარეზის აუცდა.

მისი მილანური კარიერაც გრანდიოზულად გამოიყურება. მან ითამაშე ლეგენდარულ ჯანი რივერასთან ერთად 1 სეზონი, შემდეგ მოესწრო “როსონერის” სერია ბ-ში და იქედან დაღწევაში დაეხმარა, 1986 წლიდან კი ბერლუსკონის მოსვლის შემდეგ გუნდის სახელოვანი კაპიტანი და ლიდერი იყო. სწორედ მის უნარებზე ააგო არიგო საკიმ თავისი ლეგენდარული მილანის დაცვა, რომელიც მეტოქეებს თამაშგარეში ტოვებდა და ფორვარდებს უბურთოდ ტოვებდა – მისი ნიშანი თანაგუნდელებზე, აწეული ხელი და დაცვის ამოყვანა იყო საკის მილანის სიმბოლო.

ის კაპიტნობდა მილანს კაპელოს ჩაკეტილი დაცვის მქონე მილანშიც და რა თქმა უნდა მთავარი ფიგურა იყო. 1997 წელს კი 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ 37 წლის ასაკში კარიერა დაასრულა და სან-სირომ ის ზარ-ზეიმით გააცილა. ამის შემდეგ კაპიტნის სამკლაური აქაც მალდინის გადაულოცა, მილანმა კი ბარეზის 6 ნომრიანი მაისური სამუდამოდ ამოიღო ხმარებიდან და დღემდე გაუქმებულია.

20 წლიან მილანურ კარიერაში ფრანკო ბარეზი 7-ჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, 3-ჯერ კი უეფას ჩემპიონთა თასი/ლიგა მოიგო. 1999 წელს ის მე-20 საუკუნის საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელად დაასახელეს. “აძურიმ” და მილანმა სწორედ ბარეზის გამო შეიძინა მილიონობით გულშემატკივარი მსოფლიოს მასშტაბით.

მილანში შავი ღრუბელი ჩამოწვა – ბარეზი უმაღლესი კატეგორიის ლეგენდა იყო და სამწუხაროდ, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading