“როსონერი” ესპანელ მწვრთნელს დაუკავშირეს.
ავტორიტეტული ინსაიდერის, ნიკოლო სკირას ინფრომაციით, “მილანი” სცდილობს ალეგრის შემცვლელად ანდონი ირაოლა დანიშნოს.
ბასკი სპეციალისტი, ბოლო სეზონებში “ბორნმუთს” ედგა სათავეში და “ალუბლებს”, ისტორიაში გამორჩეული შედეგების დაფიქსირებაშიც დიდი როლი ითამაშა.
GOAL-ის და არაერთი სხვა ცნობილი გამოცემის ვერსიით, პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად სწორედ ირაოლა დასახელდა.
სკირას ინფორმაციით, “მილანი” ირაოლას სამ სეზონზე 12 მილიონ ევროს სთავაზობს. ლეგენდარული იტალიური გუნდისთვის კი დაბრკოლება შეიძლება იყოს დიდი კონკურენცია. ირაოლას სახელს, ბრიტანული მედია “მილანზე” ბევრად მდიდარ “ლივერპულს” და “ნიუკასლს” უკავშირებს, თავად ესპანელს კი “ნისლიანი ალბიონის” დატოვების სურვილი აქამდე არ გამოუხატავს.
შეგახსენებთ, რომ “მილანმა”, ალეგრი, დაკავებული თანამდებობიდან სერია ა-ს უკანასკნელი ტურის შემდეგ გაათავისუფლა, როდესაც “როსონერიმ” ჩემპიონთა ლიგის საგზური გაუშვა ხელიდან.










