Centered Image

მოვიგეთ, მაგრამ ჯგუფში ჩავრჩით

საქართველოს ნაკრების ოლიმპიურ ოცნებას ახდენა არ ეწერა.

ლატვიელებთან გამანადგურებელი სხვაობით მარცხი არ გვეპატია.  

B1-ის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ სათამაშო დღეს, საქართველოს ნაკრებისგან, სასწაული იყო საჭირო. წინა დღეს ლატვიის მძლეველი ფილიპინები, ჩვენ 19 ქულიანი ფორით უნდა დაგვემარცხებინა. მატჩი ისე დაიწყო, რომ ეს არცთუ არარეალურად მოჩანდა. 14:0 გავიქეცით სტარტზევე, აზიაელებს კი არაფერი გამოსდიოდათ.

გადამწყვეტი მომენტი შეხვედრაში 40:20-ზე დადგა, როდესაც სასურველ სხვაობას მივაღწიეთ, თუმცა სუპერ დასანანი და საკმაოდ საეჭვო არასპორტული მივიღეთ. ამას ფილიპინელთა გაქცევა მოჰყვა, რის შემდეგაც ნანატრ 19 ქულიან უპირატესობას მეტი ვეღარც მივუახლოვდით, მიუხედავად იმისა, რომ ტაიმი სოლიდური, თორმეტქულიანი ფორით მოვიგეთ.

თამაში სასწაულად წაუვიდა სანდრო მამუკელაშვილს. მამუს ანგარიშზე მხოლოდ ოთხი აცილებით მიღწეული 26 ქულა, 7 მოხსნა 3 ჩაჭრა და ამდენივე ასისტი იყო. მშვენივრად იასპარეზა ტრამვით მოთამაშე ჩვენმა კაპიტანმაც. შენგელიამ პარკეტზე ნახევარი საათი გაატარა და 17 ქულა 7 შედეგიანი პასიც მოაგროვა. ორმაგი დუბლი ჰქონდა ორლანდოში კიდევ სამი წლით დარჩენილ ბითაძეს – 21 ქულა 11 მოხსნა.

საბოლოო გარდატეხა მატჩში მესამე მეოთხედის შუისკენ მოხდა, როდესაც აზიელებმა ზედიზედ რამდენიმე სამიანი ჩაგვიგდეს. საერთო ჯამში კი მათ 23-იდან 13 შორეული მოგვითავსეს და პერიმეტრის პროცენტი შთამბეჭდავ 57-ზე დასვეს.

ფილიპინელთა რიგებში დღესაც, ისევე როგორც ლატვიელებთან, საუკეთესო იყო ჯასტინ ბრაუნლი. ვეტერანი საქართველოსთან თამაშშიც წაეთამაშა ტრიპლ-დაბლს და 28.8.8 დააგროვა. გუშინ, 26 წლის ფორვარდს, სამმაგ დუბლამდე თითო-თითო მოხსნა და ასისტი დააკლდა.

ბოლო წამებზე, როდესაც ჩვენ 96:93 წავიყვანეთ, დაცვაში ჯარიმა ავიღეთ, ფილიპინელმა პირველი ჩააგდო, მეორე გააფუჭა, ბითაძემ კი ბოლო წამზე საკუთარ კალათში დამატება სცადა, იმისთვის რომ თამაში ოვერტაიმში გადაგვეტანა და 19 ქულის მოგება იქ გვეცადა, რადგან უბრალოდ მოგებას სატურნირო აზრი არ ჰქონდა. თუმცა გოგას ეს არ გამოუვიდა.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ლატვიელებთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხმა და ლატვიის „დასვენებამ“ ფილიპინებთან ჩვენი ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე ჩატოვა.

ლატვია და ფილიპინები ოლიმპიადისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading