ბელგრადში თოკოს გადაბირებას ცდილობენ.
ევროპული კალათბურთის იტალიელმა ინსაიდერმა, მატეო ანდრეანიმ, ქართველებისთვის საკმაოდ საინტერესო და გარკვეულწილად მოულოდნელი ინფორმაცია გააჟღერა – „ცრვენა ზვეზდა“ თორნიკე შენგელიას გადაბირებას ცდილობს.

ცნობილია, რომ თოკოს „ვირტუსთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ამოეწურა მაგრამ ჭორების მიხედვით, შენგელიას ბოლონიაში დარჩენის დიდი შანსი არსებობდა. იქამდე, სანამ საქმეში ბელგრადული გრანდი ჩაერეოდა.
ანდრეანის თქმით, შენგელიას, რომელიც „ვირტუსში“ 1.8 მილიონ ევროს იღებდა, ბელგრადელები, დაახლოებით 1.5 ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობენ, მაშინ როდესაც თავად „ბოლონია“ არაა მზად თავისი ლიდერისთვის ამდენი გაიღოს.
შენგელიამ „ვირტუსში“ უკანასკნელი 2.5 სეზონი გაატარა.











