პორტუგალია მძიმედ იწყებს.
ლეგენდარული შვიდიანის კარიერაში მეექვსე მუნდიალი წარუმატებლად დაიწყო.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და პორტუგალიის ნაკრებების დაპირიპსირება ჰიუსტონში, NRG Stadium-ზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. ნევეშის მეექვსე წუთზე შეგდებულ სწრაფ გოლს, ვისამ, პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე გატანილი ბურთით უპასუხა. მეორე ტაიმი კი უგოლო გამოდგა.
გუნდის მთავარ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს, პირველ ტაიმში დარტყმა საერთოდ არ ჰქონია, ხოლო ბურთს, მთელი მატჩის განმავლობაში, 41 წლის ფეხბურთელი მხოლოდ 25-ჯერ შეეხო, რაც მისი კარიერის ანტირეკორდია სრულ მატჩებში. საერთოდაც, მარტინესის გუნდს მატჩის პირველ ნახევარში მეტოქის კარისკენ მოწინააღმდეგეზე სამჯერ ნაკლები დარტყმა ჰქონდა. გარდა ამისა, კრიშტიანუმ, მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ევროპირველობებზე ზედიზედ მეათე შეხვედრაში ვერ შეაგდო, რაც ასევე მისი პირადი ანტირეკორდია.
პორტუგალიის ნაკრებმა, უკანასკნელი ხუთი მუნდიალიდან, მხოლოდ ერთი სასტარტო შეხვედრის მოგება მოახერხა.
მარტინესის გუნდს, შემდეგი შეხვედრა 23 ივნისს, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ელის.










